სომხეთში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გაიხსნა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2024
გამოწერა
შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც განთავსებულია სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლობები.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგასთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად სომხეთში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართულმა მხარემ შენობა ერევანში 2024 წელს შეიძინა - სომხეთში ქვეყნის საელჩო პირველად განთავსდება შენობაში, რომელიც საქართველოს ეკუთვნის.
შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც განთავსებულია სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლობები. შენობაში მოწყობილია მოქალაქეთა მისაღები და საკონფერენციო სივრცეები.
საელჩოს შენობის კეთილმოწყობისას დიზაინში გათვალისწინებული იქნა საქართველოსთვის დამახასიათებელი ეთნიკური და კულტურული ელემენტები.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2024 წლის იანვრიდან საქართველო და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან.
ყველა ახალი ამბავი
0