საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებმა წინ წაიწია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2024
გამოწერა
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ევროკავშირის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციამ (COSAC) მხარი დაუჭირა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესის მომზადების დაწყებას.
საქართველოს დელეგაციამ ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციამ (COSAC) მხარი დაუჭირა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთვის მუშაობის დაწყებას.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.

„COSAC მიესალმება ევროკომისიის მიერ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტის შესახებ ინიციატივის დასრულებას, რომელიც საბჭოს მიერ დამტკიცდება და მოუწოდებს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მუშაობის დაწყებისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.

კონფერენციის მონაწილეებმა მოუწოდეს წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის დახმარებით გააძლიერონ რეფორმებისთვის ძალისხმევა, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში.
კოპენჰაგენის კრიტერიუმები ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებია, რომლებიც მიღებულ იქნა 1993 წლის ივნისში კოპენჰაგენში ევროსაბჭოს სხდომაზე და დადასტურდა 1995 წლის დეკემბერში მადრიდში ევროსაბჭოს შეხვედრაზე. კრიტერიუმები მოითხოვს, რომ სახელმწიფომ პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს, ასევე კანონის უზენაესობის პრინციპს.
ქვეყანაში ასევე უნდა არსებობდეს კონკურენტუნარიანი საბაზრო ეკონომიკა და უნდა აღიაროს ევროკავშირის საეთო წესები და სტანდარტები, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული კავშირის მიზნების ერთგულება.
„ამავდროულად, უნდა განხორციელდეს აუცილებელი რეფორმები, რაც გაფართოებულ ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს, გააგრძელოს ეფექტიანად ფუნქციონირება, ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ საქართველოსთვის სამოქმედო გეგმა განისაზღვრება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მთელი რიგი ეკონომიკური საკითხების მოგვარებას და ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.
საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ქვეყანას გაუადვილდება პირობების შესრულება, ვინაიდან ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად და დღემდე გრძელდება. უახლოეს მომავალში მთავრობა ამ მიმართულებით რიგ ახალ ინიციატივას ამზადებს.
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განსაზღვრულია მკაფიო პირობები და როგორც კი საქართველო შეასრულებს მათ, გაერთიანება მზად იქნება ჩვენი ქვეყნის მისაღებად. ამასთან დასძინა, რომ თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის და ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირი მზად უნდა იყოს საქართველო იმ დროისთვის მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0