https://sputnik-georgia.com/20240326/mdinaradze-lgbt-propagandis-akrzalvaze-287042011.html
ბავშვთა დაცვა თუ უფლებების დარღვევა? დეპუტატი ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ ინიციატივაზე
ბავშვთა დაცვა თუ უფლებების დარღვევა? დეპუტატი ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ ინიციატივაზე
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, არ იგეგმება მხატვრული ნაწარმოებების ან მსგავსი რამის აკრძალვა. 26.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-26T19:42+0400
2024-03-26T19:42+0400
2024-03-26T19:42+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/01/249897924_0:96:1280:816_1920x0_80_0_0_eeddb95bd349893a7e3f891c2f5e0e82.jpg
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები მიმართულია ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვაზე და არა ლგბტ-თემის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევაზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს ათეულობით კანონში, ასევე ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში, რათა შექმნას ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. პარლამენტში მმართველ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს იგეგმება რამდენიმე კანონში ცვლილებების შეტანა.ოჯახური ღირებულებები და ბავშვთა უფლებების დაცვა, ცვლილებების მოწინააღმდეგეებისთვის ჰომოფობიას ნიშნავს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.„როდესაც უფლებებს მიჯნავ პროპაგანდისგან და მისი მავნე შედეგებისგან, სინამდვილეში - უპირატესი მიზანია არა აკრძალვა, არამედ მომავალი თაობის დაცვა", - განაცხადა მდინარაძემ.მისი თქმით, არ იგეგმება მხატვრული ნაწარმოებების ან მსგავსი რამის აკრძალვა.ცვლილებების არსირაც შეეხება ქვეყნის მთავარ კანონს, მმართველი პარტია ორი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. ერთ-ერთის მიხედვით, კონსტიტუციის 30-ე მუხლში მესამე პუნქტი გაჩნდება შემდეგი შინაარსით: „ოჯახური ფასეულობები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.მეორე კანონპროექტი რვა პუნქტს მოიცავს:1. კანონმდებლობის დონეზე შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭიროა პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის 2/3-ის, ანუ მინიმუმ 113 დეპუტატის ხმა. საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა", ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/01/249897924_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_a219881cc33e0a2643b0270d202d23c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ადამიანის უფლებები საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოცნება
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ადამიანის უფლებები საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოცნება
ბავშვთა დაცვა თუ უფლებების დარღვევა? დეპუტატი ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ ინიციატივაზე
დეპუტატის თქმით, არ იგეგმება მხატვრული ნაწარმოებების ან მსგავსი რამის აკრძალვა.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები მიმართულია ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვაზე და არა ლგბტ-თემის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევაზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს ათეულობით კანონში, ასევე ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში, რათა შექმნას ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. პარლამენტში მმართველ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს იგეგმება რამდენიმე კანონში ცვლილებების შეტანა.
„ჩვენ ვცდილობთ, უფლებები და პროპაგანდა გავმიჯნოთ, ერთმანეთისგან აბსოლუტურად გავაცალკეოთ, პროპაგანდისტები კი ცდილობენ, რომ უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ. ეს არის მთავარი ღირებულებითი ხაზი, ღირებულებითი ომი, რომელ ომშიც ისინი ვერ გაიმარჯვებენ, რადგანაც ჩვენ მართლები ვართ მომავალი თაობების წინაშე. მგონი მათ ჰომოფობიის მნიშვნელობა არ იციან", - განაცხადა მდინარაძემ.
ოჯახური ღირებულებები და ბავშვთა უფლებების დაცვა, ცვლილებების მოწინააღმდეგეებისთვის ჰომოფობიას ნიშნავს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„როდესაც უფლებებს მიჯნავ პროპაგანდისგან და მისი მავნე შედეგებისგან, სინამდვილეში - უპირატესი მიზანია არა აკრძალვა, არამედ მომავალი თაობის დაცვა", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, არ იგეგმება მხატვრული ნაწარმოებების ან მსგავსი რამის აკრძალვა.
რაც შეეხება ქვეყნის მთავარ კანონს, მმართველი პარტია ორი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. ერთ-ერთის მიხედვით, კონსტიტუციის 30-ე მუხლში მესამე პუნქტი გაჩნდება შემდეგი შინაარსით: „ოჯახური ფასეულობები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
მეორე კანონპროექტი რვა პუნქტს მოიცავს:
1. კანონმდებლობის დონეზე შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭიროა პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის 2/3-ის, ანუ მინიმუმ 113 დეპუტატის ხმა. საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა", ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.