https://sputnik-georgia.com/20240326/chiaturashi-gamozalvis-braldebit-erti-piri-daakaves-287037525.html
ჭიათურაში გამოძალვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
ჭიათურაში გამოძალვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 26.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-26T17:39+0400
2024-03-26T17:39+0400
2024-03-26T17:39+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_115d652510727f08c306b2220cbde622.jpg
თბილისი, 26 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა გამოძალვის ბრალდებით ჭიათურაში 35 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.გამოძიების ცნობით, მამაკაცი თავის კრიმინალურ ავტორიტეტს იყენებდა და ჭიათურაში მცხოვრებ ერთ-ერთ მეწარმეს სისტემატურად სძალავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.„ბრალდებულმა მიმდინარე წლის მარტში მეწარმეს კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, უარის მიღების შემდეგ კი დაზარალებულს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა, მეტი დამაჯერებლობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირება მოახდინა“, - ნათქვამია განცხადებაში.საქმეზე გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გამოძალვას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_dbadd07fcf5435f5962c97ea2f3a02ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
ჭიათურაში გამოძალვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 26 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა გამოძალვის ბრალდებით ჭიათურაში 35 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
გამოძიების ცნობით, მამაკაცი თავის კრიმინალურ ავტორიტეტს იყენებდა და ჭიათურაში მცხოვრებ ერთ-ერთ მეწარმეს სისტემატურად სძალავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.
„ბრალდებულმა მიმდინარე წლის მარტში მეწარმეს კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, უარის მიღების შემდეგ კი დაზარალებულს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა, მეტი დამაჯერებლობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირება მოახდინა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გამოძალვას გულისხმობს.