ვაზისუბანში 27 წლის ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2024
გამოწერა
პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი უკვე დააკავა.
თბილისი, 11 მარტი - Sputnik. თბილისში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს, იუწყება „პირველი არხი".
შემთხვევა ვაზისუბანში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ქალი მეზობელმა, შუახნის მამაკაცმა დაჭრა. „სასწრაფო დახმარებამ" დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„ინგოროყვას გადაუდებელი მდგომარეობების დეპარტამენტში 22:00 საათზე შემოვიდა ახალგაზრდა ქალი, 27 წლის, რომელსაც სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომის შემავალი სისხლმდენი ჭრილობები. ჭრილობები ბლაგვი საგნით არის მიყენებული. შემოსვლისას ჩატარდა გადაუდებელი ღონისძიებები. ამ ეტაპისვის გოგონას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური“, – განაცხადა ეკატერინე მიქელაძემ.
პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი უკვე დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0