მძღოლების საყურადღებოდ! ტაქსის ლიცენზიის გააქტიურების ვადა იწურება

© photo: Sputnik / Stringerტაქსი
ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2024
გამოწერა
გასული წლის 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვებ-გვერდი, სადაც ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა არის შესაძლებელი.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. 2024 წლის 1-ელ აპრილამდე გაუაქტიურებელი ტაქსის ნებართვები ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, განაცხადეს თბილისის მერიაში.
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი აპრილიდან ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდნენ А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვა მიიღეს. ასევე დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
როგორც ადრე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ამ დროისთვის მთლიანობაში გაცემულია 35 ათასზე მეტი A კატეგორიის ნებართვა, თუმცა, მარტის დასაწყისისთვის 21 ათასამდე ნებართვა გაუაქტიურებელია.
ჭავჭავაძის გამზირი - „ბასლაინი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
სასკოლო ტრანსპორტი ე.წ. ბასლაინზე იმოძრავებს
„A" კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის უპირატესობებს შორისაა: უფასო პარკირების ადგილები, მგზავრების ქუჩიდან და ბასლაინიდან აყვანის უფლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში გადაადგილების უფლება (მხოლოდ ავტომობილებისთვის, რომელთა ასაკი ათ წელს არ აჭარბებს).
ლიცენზიის გაააქტიურება შესაძლებელია თბილისის მერიის ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge. ასევე თბილისის მერიის ცხელ ხაზზე.
თბილისში სულ დარეგისტრირებულია 1.647,629 ავტომობილი.
ტაქსის რეფორმა
ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო - 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად - „A" და „B".
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.
თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0