https://sputnik-georgia.com/20240324/strasburgis-sasamartloshi-saqartvelos-winaagmdeg-1300-sarcheli-shevida-287003138.html
10 წლის მანძილზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 1,3 ათასი სარჩელი შევიდა
10 წლის მანძილზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 1,3 ათასი სარჩელი შევიდა
Sputnik საქართველო
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ ყველაზე ნაკლები სარჩელი 2016 წელს შევიდა 24.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-24T11:49+0400
2024-03-24T11:49+0400
2024-03-24T11:49+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ადამიანის უფლებები საქართველოში
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/81/234098145_0:11:1501:855_1920x0_80_0_0_4694dd03f8286ac8c0769a03190cb3b7.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. 2013 წლიდან 2023 წლის ჩათვლით პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 1.288 სარჩელი შევიდა, ნათქვამია დეპუტატის კითხვის საპასუხოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საერთაშორისო სასამართლო ორგანოა, რომლის იურისდიქცია ვრცელდება ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რომლებმაც მოახდინეს ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რატიფიცირება.იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ ყველაზე ნაკლები სარჩელი 2016 წელს იქნა შეტანილი (74), ხოლო ყველაზე მეტი 2013 წელს (157). 2023 წელს სასამართლოში 156 სარჩელი შევიდა. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი საქართველოს წინააღმდეგ წარმოებაში 185 საქმე იყო.ამასთან, სამინისტროს ცნობით, მთავრობის პოზიციის წარმოსადგენად სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 10 წლის განმავლობაში 320 სარჩელი გაუგზავნა.ირღვევა თუ არა საქართველოში ადამიანის უფლებები2013-2023 წლებში ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა 88 საქმეზე დადგინდა. მათგან ნახევარზე მეტი ეხებოდა წამების აკრძალვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.„აღსანიშნავია, რომ სასამართლოს საქმისწარმოების ვადებიდან, ფაქტობრივი გარემოებების დადგენის პერიოდიდან გამომდინარე, რომლებზეც დადგინდა კონვენციის დარღვევა, რომელიც გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე მრავალი წლით ადრე მოხდა, გადაწყვეტილებების უმეტესობა ეხება ფაქტებს, რომლებიც მოხდა 2013 წლამდე პერიოდში“, - აღნიშნეს იუსტიციის სამინისტროში.10 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა ადამიანის უფლებათა დარღვევა 17 საქმეზე, 82 საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულა, 42 – ცალმხრივი დეკლარირებით. გარდა ამისა, საქართველოს წინააღმდეგ 77 საქმეში სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/81/234098145_23:0:1356:1000_1920x0_80_0_0_bf515e6f4ad1e2be957cf6f65d4acf1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადამიანის უფლებები საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადამიანის უფლებები საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
10 წლის მანძილზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 1,3 ათასი სარჩელი შევიდა
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ ყველაზე ნაკლები სარჩელი 2016 წელს შევიდა
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. 2013 წლიდან 2023 წლის ჩათვლით პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 1.288 სარჩელი შევიდა, ნათქვამია დეპუტატის კითხვის საპასუხოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საერთაშორისო სასამართლო ორგანოა, რომლის იურისდიქცია ვრცელდება ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რომლებმაც მოახდინეს ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რატიფიცირება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ ყველაზე ნაკლები სარჩელი 2016 წელს იქნა შეტანილი (74), ხოლო ყველაზე მეტი 2013 წელს (157). 2023 წელს სასამართლოში 156 სარჩელი შევიდა. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი საქართველოს წინააღმდეგ წარმოებაში 185 საქმე იყო.
ამასთან, სამინისტროს ცნობით, მთავრობის პოზიციის წარმოსადგენად სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 10 წლის განმავლობაში 320 სარჩელი გაუგზავნა.
ირღვევა თუ არა საქართველოში ადამიანის უფლებები
2013-2023 წლებში ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა 88 საქმეზე დადგინდა. მათგან ნახევარზე მეტი ეხებოდა წამების აკრძალვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
„აღსანიშნავია, რომ სასამართლოს საქმისწარმოების ვადებიდან, ფაქტობრივი გარემოებების დადგენის პერიოდიდან გამომდინარე, რომლებზეც დადგინდა კონვენციის დარღვევა, რომელიც გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე მრავალი წლით ადრე მოხდა, გადაწყვეტილებების უმეტესობა ეხება ფაქტებს, რომლებიც მოხდა 2013 წლამდე პერიოდში“, - აღნიშნეს იუსტიციის სამინისტროში.
10 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა ადამიანის უფლებათა დარღვევა 17 საქმეზე, 82 საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულა, 42 – ცალმხრივი დეკლარირებით. გარდა ამისა, საქართველოს წინააღმდეგ 77 საქმეში სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი.