ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2024
გამოწერა
47 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
თბილისი, 24 მარტი– Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში 31 წლის მამააკცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 47 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, არსებული უთანხოების ნიადაგზე, ნაცნობ პირს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე ქობულეთში დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10 -დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0