https://sputnik-georgia.com/20240323/saqartvelos-mtavrobam-moskovsi-momxdari-teraqti-dagmo-286991436.html
საქართველოს მთავრობამ მოსკოვში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტი დაგმო
საქართველოს მთავრობამ მოსკოვში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტი დაგმო
Sputnik საქართველო
საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 60 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი 23.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-23T10:43+0400
2024-03-23T10:43+0400
2024-03-23T10:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/17/286988480_0:0:3002:1690_1920x0_80_0_0_7dd2d727457659284e1114199ec7eecb.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და დაგმო მოსკოვში მომხდარი ტერაქტი, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.ათობით დაღუპული და დაჭრილი - მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლში“ მასშტაბური ტერაქტი მოხდა >>>სროლა და ხანძარი „კროკუს სითი ჰოლში“ პარასკევს საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 60 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია, მაგრამ უწყებაში აღნიშნეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.მედიის ინფორმაციით, სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობებს ყრიდნენ.რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანია, 60 მოზრდილის და ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/17/286988480_164:0:2895:2048_1920x0_80_0_0_a80a861cfc454eb55b5ff1921b33537a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ მოსკოვში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტი დაგმო
10:43 23.03.2024 (განახლებულია: 10:46 23.03.2024) საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 60 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და დაგმო მოსკოვში მომხდარი ტერაქტი, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
სროლა და ხანძარი „კროკუს სითი ჰოლში“ პარასკევს საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 60 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია, მაგრამ უწყებაში აღნიშნეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.
„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობებს ყრიდნენ.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანია, 60 მოზრდილის და ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.