https://sputnik-georgia.com/20240322/saqartvelosi-narkodanasaulze-11-piri-daakaves-286977928.html
საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავეს
საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 22.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-22T13:40+0400
2024-03-22T13:40+0400
2024-03-22T13:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1d/249095020_0:10:2000:1135_1920x0_80_0_0_a241993ca486e613f88993c49f3c357b.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, კახეთში, აჭარასა და გურიაში.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 24-დან 55 წლამდეა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: მარიხუანა, „ჰეროინი“, „ალფა პვპ”, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და „ბუპრენორფინი“.მათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 18-260-ე, 262-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1d/249095020_237:0:1764:1145_1920x0_80_0_0_c124443302c8e7b6af9d9f8200f68131.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავეს
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, კახეთში, აჭარასა და გურიაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 24-დან 55 წლამდეა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: მარიხუანა, „ჰეროინი“, „ალფა პვპ”, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და „ბუპრენორფინი“.
მათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 18-260-ე, 262-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.