https://sputnik-georgia.com/20240322/opozicia-kalandarisvilis-mosorebas-cdilobs-mediasi-skandalurma-informaciam-gajona-286978115.html
ოპოზიცია კალანდარიშვილის „მოშორებას“ ცდილობს - მედიაში სკანდალურმა ინფორმაციამ გაჟონა
ოპოზიცია კალანდარიშვილის „მოშორებას“ ცდილობს - მედიაში სკანდალურმა ინფორმაციამ გაჟონა
Sputnik საქართველო
ქართულ გამოცემას ოპოზიციის ორი სცენარი ჩაუვარდა ხელში 22.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-22T14:20+0400
2024-03-22T14:20+0400
2024-03-22T14:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ცესკო
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/10/264479601_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_f321c00216875dd23eb661ccd05b7b19.jpg
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საარჩევნოდ ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის გადადგომამდე მიყვანის დავალება მიიღეს, რისთვისაც ორი სცენარი შემუშავდა, წერს გამოცემა Kvira.ge.Kvira.ge ამტკიცებს, რომ „ნაცმოძრაობის“ გეგმების შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ფლობს. პირველი სცენარის მიხედვით, უნდა დაწყებულიყო კალანდარიშვილზე მასირებული ბულინგის კამპანია, რომელშიც ჩაერთვებოდნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ოპოზიციური მედია და გარე აქტორები, რაც უნდა დასრულებულიყო მისი გადადგომით.კალანდარიშვილის გადადგომის შემთხვევაში კი, ცესკოს ხელმძღვანელი ხდებოდა მისი პირველი მოადგილე - ხაზარაძის პარტია „ლელოს“ წევრი გიორგი სიორიძე, რაც, გამოცემის მტკიცებით, ავტომატურად ნიშნავდა ოპოზიციის მიერ ამ ინსტიტუციის დამორჩილებას.Kvira.ge ასევე ამტკიცებს, რომ აღნიშნული სცენარის შესახებ ყველაფერი იცოდნენ მმართველ გუნდში, რაც საკანონმდებლო ცვლილებით დააზღვიეს და სწორედ ამიტომ გაუქმდა ცესკოს პირველი მოადგილის თანამდებობა.რევოლუციური სცენარი უტოპიად დარჩება - მმართველმა პარტიამ ოპოზიციის გეგმებს ფარდა ახადა>>საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცებით ოპოზიციას შეუერთდა, პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო.პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ადრე განაცხადა, რომ ცვლილებების შედეგად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების არჩევის პროცესი მმართველი პარტიის ინტერესებში ფიქციად გადაიქცევა. ეს ქმნის არჩევნებისადმი უნდობლობის რისკს, რომელსაც ახალი წესით დაკომპლექტებული ცესკო ჩაატარებს.მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.თავმჯდომარის საკითხიამჟამად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელმაც ახლახან განაცხადა რომ არ გამორიცხავს, რომ ცესკოს თავმჯდომარის მომავალ არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.კალანდარიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე პირველად 2021 წლის აგვისტოში ექვსი თვის ვადით აირჩიეს. იგი მოგვიანებით, 2022 წლის თებერვალში კვლავ გახდა ცესკოს თავმჯდომარე იგივე (6 თვის) ვადით.2022 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა კალანდარიშვილის პარლამენტისთვის წარდგენაზე უარი თქვა მიუხედავად იმისა, რომ იგი კანდიდატებს შორის იყო. შედეგად, პარლამენტში პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ არცერთ კანდიდატს არ მიუღია ხმების საკმარისი რაოდენობა, თუნდაც ექვსი თვით თანამდებობაზე ასარჩევად.პაპუაშვილმა ოპოზიციას თანამშრომლობა შესთავაზა>>მოქმედი კანონმდებლობით, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გააგრძელა.ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მას მმართველი პარტიის ხელდასმული უწოდა. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაძლიერდა. ოპოზიციონერებმა ცესკო კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო კომისიების მუშაობაში სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.არჩევნები-20242024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/10/264479601_5:0:1288:962_1920x0_80_0_0_175f9ba2b99d20d19d022a30c3df76ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ცესკო, ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ცესკო, ქართული ოპოზიცია
ოპოზიცია კალანდარიშვილის „მოშორებას“ ცდილობს - მედიაში სკანდალურმა ინფორმაციამ გაჟონა
ქართულ გამოცემას ოპოზიციის ორი სცენარი ჩაუვარდა ხელში
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საარჩევნოდ ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის გადადგომამდე მიყვანის დავალება მიიღეს, რისთვისაც ორი სცენარი შემუშავდა, წერს გამოცემა Kvira.ge.
Kvira.ge ამტკიცებს, რომ „ნაცმოძრაობის“ გეგმების შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ფლობს. პირველი სცენარის მიხედვით, უნდა დაწყებულიყო კალანდარიშვილზე მასირებული ბულინგის კამპანია, რომელშიც ჩაერთვებოდნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ოპოზიციური მედია და გარე აქტორები, რაც უნდა დასრულებულიყო მისი გადადგომით.
„ნაცმოძრაობას” მაგიდაზე უდევს მეორე, ბევრად უფრო მძიმე ვერსია. კერძოდ, უნდა დაგეგმილიყო კალანდარიშვილზე ფიზიკური თავდასხმა, ძალისმიერი ანგარიშსწორება იმგვარად, რომ მას ვეღარ მოეხერხებინა უფლებამოსილების განხორციელება“, - წერს გამოცემა.
კალანდარიშვილის გადადგომის შემთხვევაში კი, ცესკოს ხელმძღვანელი ხდებოდა მისი პირველი მოადგილე - ხაზარაძის პარტია „ლელოს“ წევრი გიორგი სიორიძე, რაც, გამოცემის მტკიცებით, ავტომატურად ნიშნავდა ოპოზიციის მიერ ამ ინსტიტუციის დამორჩილებას.
Kvira.ge ასევე ამტკიცებს, რომ აღნიშნული სცენარის შესახებ ყველაფერი იცოდნენ მმართველ გუნდში, რაც საკანონმდებლო ცვლილებით დააზღვიეს და სწორედ ამიტომ გაუქმდა ცესკოს პირველი მოადგილის თანამდებობა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცებით ოპოზიციას შეუერთდა, პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ადრე განაცხადა, რომ ცვლილებების შედეგად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების არჩევის პროცესი მმართველი პარტიის ინტერესებში ფიქციად გადაიქცევა. ეს ქმნის არჩევნებისადმი უნდობლობის რისკს, რომელსაც ახალი წესით დაკომპლექტებული ცესკო ჩაატარებს.
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
ამჟამად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელმაც ახლახან განაცხადა რომ არ გამორიცხავს, რომ ცესკოს თავმჯდომარის მომავალ არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.
კალანდარიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე პირველად 2021 წლის აგვისტოში ექვსი თვის ვადით აირჩიეს. იგი მოგვიანებით, 2022 წლის თებერვალში კვლავ გახდა ცესკოს თავმჯდომარე იგივე (6 თვის) ვადით.
2022 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა კალანდარიშვილის პარლამენტისთვის წარდგენაზე უარი თქვა მიუხედავად იმისა, რომ იგი კანდიდატებს შორის იყო. შედეგად, პარლამენტში პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ არცერთ კანდიდატს არ მიუღია ხმების საკმარისი რაოდენობა, თუნდაც ექვსი თვით თანამდებობაზე ასარჩევად.
მოქმედი კანონმდებლობით, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გააგრძელა.
ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მას მმართველი პარტიის ხელდასმული უწოდა. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაძლიერდა. ოპოზიციონერებმა ცესკო კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო კომისიების მუშაობაში სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.