https://sputnik-georgia.com/20240222/revoluciuri-scenari-utopiad-darceba-mmartvelma-partiam-opoziciis-gegmebs-farda-axada-286469806.html
რევოლუციური სცენარი უტოპიად დარჩება - მმართველმა პარტიამ ოპოზიციის გეგმებს ფარდა ახადა
რევოლუციური სცენარი უტოპიად დარჩება - მმართველმა პარტიამ ოპოზიციის გეგმებს ფარდა ახადა
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ უფროსთან თეიმურაზ ჯანაშიასთან ინტერვიუ სკანდალში გადაიზარდა. 22.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-22T10:26+0400
2024-02-22T10:26+0400
2024-02-22T10:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286044083_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_c2d0026773fd5c8ab34cfdab796277f6.jpg
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ოპოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით შეეცდება საარჩევნოდ რევოლუციური ტალღა ააგოროს, მაგრამ მათი გეგმები უტოპიად დარჩება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ ჯანაშიამ განაცხადა, რომ პარტიის დამფუძნებელი, საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და „უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში“.დეპუტატის თქმით, ჯანაშია ოპოზიციის გეგმები წამოცდა.„წინასაარჩევნო პერიოდში იქნებ აღქმა მაინც შექმნან იმისა, რომ ასეთი პრობლემები იქნება და წინასაარჩევნოდ აპირებენ, რაღაც რევოლუციური მუხტი ასწიონ და წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესები დააანონსა ამ ადამიანმა პრაქტიკულად, ოღონდ ეს იყო წამოცდენა“, - განაცხადა მდინარაძემ.მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკვე წლებია, აღარ არის საქართველოს მოქალაქე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა გადაწყვიტა. პარტიაში ამ გადაწყვეტილებას მხარი უკვე დაუჭირეს.სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის იქნება 5%. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ პარლამენტში მოხვედრის შანსი ორიდან ხუთ პარტიამდე აქვს, ამასთან, „ქართული ოცნება“ ლიდერის პოზიციას დამაჯერებლად ინარჩუნებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286044083_59:0:1198:854_1920x0_80_0_0_e746de7ec1f505a4296aec339884a935.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , მიხეილ სააკაშვილი
რევოლუციური სცენარი უტოპიად დარჩება - მმართველმა პარტიამ ოპოზიციის გეგმებს ფარდა ახადა
მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ უფროსთან თეიმურაზ ჯანაშიასთან ინტერვიუ სკანდალში გადაიზარდა.
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ოპოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით შეეცდება საარჩევნოდ რევოლუციური ტალღა ააგოროს, მაგრამ მათი გეგმები უტოპიად დარჩება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ ჯანაშიამ განაცხადა, რომ პარტიის დამფუძნებელი, საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და „უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში“.
„ქვეცნობიერმა ათქმევინა ბატონ თემურს ის, რომ სააკაშვილი მათ სჭირდებათ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისათვის. ეს არის მათი გეგმა, ოღონდ გეგმა, რომელიც უტოპიად დარჩება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატის თქმით, ჯანაშია ოპოზიციის გეგმები წამოცდა.
„წინასაარჩევნო პერიოდში იქნებ აღქმა მაინც შექმნან იმისა, რომ ასეთი პრობლემები იქნება და წინასაარჩევნოდ აპირებენ, რაღაც რევოლუციური მუხტი ასწიონ და წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესები დააანონსა ამ ადამიანმა პრაქტიკულად, ოღონდ ეს იყო წამოცდენა“, - განაცხადა მდინარაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკვე წლებია, აღარ არის საქართველოს მოქალაქე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა გადაწყვიტა. პარტიაში ამ გადაწყვეტილებას მხარი უკვე დაუჭირეს.
სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის იქნება 5%. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.
ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ პარლამენტში მოხვედრის შანსი ორიდან ხუთ პარტიამდე აქვს, ამასთან, „ქართული ოცნება“ ლიდერის პოზიციას დამაჯერებლად ინარჩუნებს.