შიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს

© Government of Georgiaლევან ხარაბაძე
ლევან ხარაბაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2024
გამოწერა
გუბერნატორის პოსტი გურიის პოლიციის ყოფილმა უფროსმა დაიკავა
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დანიშნა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლევან ხარაბაძემ, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ამ პოსტზე მიხეილ შაყულაშვილი შეცვალა.
მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობა2024 წლის 8 მარტს დატოვა. იგი გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შაყულაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
შიდა ქართლის გუბერნატორმა პოსტი დატოვა>>>
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა კობახიძემ ახალ ლევან ხარაბაძეს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
ლევან ხარაბაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ყველა ახალი ამბავი
0