https://sputnik-georgia.com/20240320/gomelauri-danashaulis-gaxsnis-machvenebeli-65-procents-miuaxlovda-286954407.html
გომელაური: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 65%-ს მიუახლოვდა
გომელაური: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 65%-ს მიუახლოვდა
Sputnik საქართველო
საქართველოში იკლი მძიმე დანაშაულების რიცხვმა, განაცხადა მინისტრმა 20.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-20T16:15+0400
2024-03-20T16:15+0400
2024-03-20T16:15+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546080_0:51:2048:1203_1920x0_80_0_0_d6720ea06efe2eb2ba53a4c81bf5dcd6.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 64%-ს გადააჭარბა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას.„2023 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია გაგრძელდა. რეგისტრირებული დანაშაულის გახსნა 64 პროცენტს აღემატება. ასევე, გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენციაც", - განაცხადა გომელაურმა.მინისტრის თქმით, შემცირდა ისეთი დანაშაულის ფაქტები, როგორიცაა მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა, ასევე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები. როგორც გიმელაურმა აღნიშნა, 2023 წელს საქართველომ გაიუმჯობესა თავისი პოზიცია „კანონისა და წესრიგის" გლობალურ ინდექსში, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია ატარებს.საქართველომ გლობალურ ინდექსში გაუსწრო ისეთი ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია და ხორვატია.ამავე კვლევის თანახმად, საქართველო თანაბარი ქულებით იკავებს ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით როგორებიცაა: ავსტრია, ნიდერლანდები, ჰონგ-კონგი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546080_0:0:1828:1371_1920x0_80_0_0_e952297c9c77527e5ed7eb1666430bb1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება
გომელაური: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 65%-ს მიუახლოვდა
საქართველოში იკლი მძიმე დანაშაულების რიცხვმა, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 64%-ს გადააჭარბა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას.
„2023 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია გაგრძელდა. რეგისტრირებული დანაშაულის გახსნა 64 პროცენტს აღემატება. ასევე, გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენციაც", - განაცხადა გომელაურმა.
მინისტრის თქმით, შემცირდა ისეთი დანაშაულის ფაქტები, როგორიცაა მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა, ასევე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები.
როგორც გიმელაურმა აღნიშნა, 2023 წელს საქართველომ გაიუმჯობესა თავისი პოზიცია „კანონისა და წესრიგის" გლობალურ ინდექსში, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია ატარებს.
საქართველომ გლობალურ ინდექსში გაუსწრო ისეთი ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია და ხორვატია.
„გასული წლების შედეგები დადებითად აისახა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიურ გლობალურ ინდექსში. ინდექსი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის საშუალებითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება, დაცულობის შეგრძნება და მათი ნდობის ხარისხი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ", - განაცხადა გომელაურმა.
ამავე კვლევის თანახმად, საქართველო თანაბარი ქულებით იკავებს ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით როგორებიცაა: ავსტრია, ნიდერლანდები, ჰონგ-კონგი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.