https://sputnik-georgia.com/20240320/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-20-marti-286930213.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 მარტი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 მარტი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 20.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-20T00:15+0400
2024-03-20T00:15+0400
2024-03-20T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24860/58/248605817_305:0:3629:1870_1920x0_80_0_0_fd7df2f26c261fecda87e8324e900f60.jpg
დღეს 2024 წლის 20 მარტია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.ფრთხილად იყავით საკუთარ გრძნობებთან და სურვილებთან მიმართებით – ემოციები გამძაფრებულია. ამის გამო ჩვეულებრივი შოპინგი შეიძლება ფულის უაზრო ხარჯვაში გადაიზარდოს, შემთხვევითი ნაცნობობა – ღალატში... მოერიდეთ უაზრო ცდუნებებს, რომ შემდეგ სანანებელი არ გაგიხდეთ. ამ დღეს დადებითი მომენტია გაზრდილი შემოქმედებითი პოტენციალი, ინტუიცია, კომუნიკაბელურობა.ვერძი: არაერთხელ მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ გაიბრწყინოთ თქვენი ნიჭით, წარმოადგინოთ თავი ყველაზე მომგებიანი კუთხით. გარშემომყოფების ყურადღებას ადვილად მიიპყრობთ. ეს დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ გააბათ საინტერესო ნაცნობობა, იპოვოთ სპონსორი საკუთარი პროექტების რეალიზაციისთვის.კურო: დიდი ცდუნებაა, რომ სახლისთვის მორიგი უაზრო წვრილმანი ან სათამაშო არ იყიდოთ. თუ არ გინდათ, აქტიური შოპინგის მსხვერპლი გახდეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სარეკლამო სლოგანებს. დღეს თქვენი ნდობა ნებისმიერი რეკლამისადმი ყველა გონივრულ ჩარჩოს შეიძლება გასცდეს. შედეგი – საფულის დაცარიელება იქნება.ტყუპი: ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება გეგმების განხორციელებაში შეგიშალოთ ხელი, ეს საკუთარი არაორგანიზებულობა იქნება. ასევე ამან ხელი თვენს გარშემომყოფებსაც შეიძლება შეუშალოს. და რა თქმა უნდა, ამისთვის მადლობას არავინ გეტყვით. ნუ ჩაერევით ნურავის საქმეში, თქვენს საქმეებს მიხედეთ.კირჩხიბი: დღეს ყურადღებით იყავით, ნებისმიერი რამის უკან იღბალი შეიძლება იყოს „ჩასაფრებული“. გაქვთ დიდი შანსი, რომ საქმეები თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. გამოიყენეთ მჭევრმეტყველება იმისთვის, რომ იპოვოთ არა მხოლოდ მოკავშირეები, არამედ სპონსორებიც, რომლებიც მზად იქნებიან, თქვენი წამოწყებები დააფინანსონ.ლომი: დღეს თქვენთვის უკუნაჩვენებია შოპინგი. შესაძლოა, სრულიად უბრალო წასვლა საყიდლებზე ბიუჯეტში უზარმაზარი „გარღვევით“ დასრულდეს. თუ მაინც გადაწყვეტთ მაღაზიებში წასვლას, სჯობს, ვინმე გაიყოლოთ, რომელიც გაგაკონტროლებთ. სამაგიეროდ, შესანიშნავად გამოგივათ გარშემომყოფების დადებითად დამუხტვა.ქალწული: აშკარა იქნება, რომ ინიციატივის გამოჩენა გიჭირთ. რა მიზანიც არ უნდა დაისახოთ, მათ რეალიზაციამდე შეიძლება ხელი არ მიგიწვდეთ. თუ არ გინდათ, რომ დღემ ფუჭად ჩაიაროს, არ ღირს საკუთარი აქტიურობის იმედად ყოფნა. სჯობს, ინიციატივა უფრო ენერგიულ ადამიანს გადააბაროთ და ის გააკონტროლოთ.სასწორი: ემოციები ჭარბობს. ფრთხილად იყავით – გრძნობებმა შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ; და არა მარტო თქვენ, არამედ ვინმე გვერდით მყოფსაც. რაც მთავარი და ყველაზე ღირებულია, თქვენი ემოციები პოზიტიურ ფერებში იქნება და ამის გამო არც ზედმეტი სიფრთხილე არ გინდათ. მიჰყევით ცხოვრების დინებას.მორიელი: შესაძლებელია დაუგეგმავი შოპინგი და ხარჯები. სხვათა შორის, ამის ნუ შეგეშინდებათ – დღეს ფინანსური ხარჯების საკითხს ფრთხილად ეკიდებით, ამიტომ ეს თქვენს ბიუჯეტს დიდ დარტყმას არ მიაყენებს. სარგებელს კი მიიღებთ – შეარჩევთ ისეთ ნივთებს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ.მშვილდოსანი: დღეს თქვენი ბედისა და ბედნიერების მჭედელი თავად უნდა გახდეთ. ამასთან გარშემომყოფებმაც შეიძლება თქვენ გადმოგცენ ინიციატივა. ემოციები დადებითი და „გადამდები“ იქნება, თქვენი გეგმები – საინტერესო. ძალზე ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, პრაქტიკულად ყველა სახის ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის.თხის რქა: დიდი შანსი გაქვთ, რომ სასურველს მიაღწიოთ და როცა მიაღწევთ, მას ხელიდან აღარ გაუშვებთ. ნურავინ იფიქრებს, რომ შეძლებს თქვენთვის ხელის შეშლას – უკან არაფერზე დაიხევთ. თქვენთან კონფლიქტის თავიდან არიდება ადვილია – საკმარისია, გზაზე არ გადაგეღობონ და საქმეში ხელი არ შეგიშალონ.მერწყული: აჯობებს, თუ გადაწყვეტილებებს სწრაფად მიიღებთ. გეძლევათ არაერთი იღბლიანი შანსი როგორც საქმიანობაში, ისე სიყვარულში. მაგრამ არის რისკი, რომ იმდენ ხანს მოუნდეთ ყველაფრის აწონ–დაწონვას, რომ ეს შანსები ხელიდან გაგიფრინდეთ. ამიტომ გახსოვდეთ – დღეს დიდხანს ფიქრი არაფერს გარგებთ.თევზები: დღეს უდიდესი შანსი და განწყობა გაქვთ, რომ ფული ნამდვილად სასარგებლო რაღაცებში დახარჯოთ. შესაძლოა, ყველა მაღაზიის შემოვლა, ვიტრინებთან არაერთი საათის დახარჯვა მოგიწიოთ, მაგრამ რასაც იყიდით, რეალურად საჭირო იქნება და ღირებულებისა და ხარისხის შესატყვისობა – იდეალური.
https://sputnik-georgia.com/20210309/zodiaqos-niSnebis-Sinagani-demonebi-251105649.html
https://sputnik-georgia.com/20200214/zodiaqos-ori-niSani-ar-amboben-miyvarxar-247709885.html
https://sputnik-georgia.com/20230920/zodiaqos-nisnebi-sxva-rakursit-282447669.html
https://sputnik-georgia.com/20180622/zodiaqos-niSnebi-romlebsac-cxovrebiT-tkboba-SeuZliaT-240963193.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24860/58/248605817_721:0:3214:1870_1920x0_80_0_0_e8e85a21168fba3a32be2920df3279a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 მარტი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 20 მარტია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
ფრთხილად იყავით საკუთარ გრძნობებთან და სურვილებთან მიმართებით – ემოციები გამძაფრებულია. ამის გამო ჩვეულებრივი შოპინგი შეიძლება ფულის უაზრო ხარჯვაში გადაიზარდოს, შემთხვევითი ნაცნობობა – ღალატში... მოერიდეთ უაზრო ცდუნებებს, რომ შემდეგ სანანებელი არ გაგიხდეთ. ამ დღეს დადებითი მომენტია გაზრდილი შემოქმედებითი პოტენციალი, ინტუიცია, კომუნიკაბელურობა.
ვერძი: არაერთხელ მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ გაიბრწყინოთ თქვენი ნიჭით, წარმოადგინოთ თავი ყველაზე მომგებიანი კუთხით. გარშემომყოფების ყურადღებას ადვილად მიიპყრობთ. ეს დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ გააბათ საინტერესო ნაცნობობა, იპოვოთ სპონსორი საკუთარი პროექტების რეალიზაციისთვის.
კურო: დიდი ცდუნებაა, რომ სახლისთვის მორიგი უაზრო წვრილმანი ან სათამაშო არ იყიდოთ. თუ არ გინდათ, აქტიური შოპინგის მსხვერპლი გახდეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სარეკლამო სლოგანებს. დღეს თქვენი ნდობა ნებისმიერი რეკლამისადმი ყველა გონივრულ ჩარჩოს შეიძლება გასცდეს. შედეგი – საფულის დაცარიელება იქნება.
ტყუპი: ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება გეგმების განხორციელებაში შეგიშალოთ ხელი, ეს საკუთარი არაორგანიზებულობა იქნება. ასევე ამან ხელი თვენს გარშემომყოფებსაც შეიძლება შეუშალოს. და რა თქმა უნდა, ამისთვის მადლობას არავინ გეტყვით. ნუ ჩაერევით ნურავის საქმეში, თქვენს საქმეებს მიხედეთ.
კირჩხიბი: დღეს ყურადღებით იყავით, ნებისმიერი რამის უკან იღბალი შეიძლება იყოს „ჩასაფრებული“. გაქვთ დიდი შანსი, რომ საქმეები თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. გამოიყენეთ მჭევრმეტყველება იმისთვის, რომ იპოვოთ არა მხოლოდ მოკავშირეები, არამედ სპონსორებიც, რომლებიც მზად იქნებიან, თქვენი წამოწყებები დააფინანსონ.
ლომი: დღეს თქვენთვის უკუნაჩვენებია შოპინგი. შესაძლოა, სრულიად უბრალო წასვლა საყიდლებზე ბიუჯეტში უზარმაზარი „გარღვევით“ დასრულდეს. თუ მაინც გადაწყვეტთ მაღაზიებში წასვლას, სჯობს, ვინმე გაიყოლოთ, რომელიც გაგაკონტროლებთ. სამაგიეროდ, შესანიშნავად გამოგივათ გარშემომყოფების დადებითად დამუხტვა.
ქალწული: აშკარა იქნება, რომ ინიციატივის გამოჩენა გიჭირთ. რა მიზანიც არ უნდა დაისახოთ, მათ რეალიზაციამდე შეიძლება ხელი არ მიგიწვდეთ. თუ არ გინდათ, რომ დღემ ფუჭად ჩაიაროს, არ ღირს საკუთარი აქტიურობის იმედად ყოფნა. სჯობს, ინიციატივა უფრო ენერგიულ ადამიანს გადააბაროთ და ის გააკონტროლოთ.
სასწორი: ემოციები ჭარბობს. ფრთხილად იყავით – გრძნობებმა შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ; და არა მარტო თქვენ, არამედ ვინმე გვერდით მყოფსაც. რაც მთავარი და ყველაზე ღირებულია, თქვენი ემოციები პოზიტიურ ფერებში იქნება და ამის გამო არც ზედმეტი სიფრთხილე არ გინდათ. მიჰყევით ცხოვრების დინებას.
20 სექტემბერი 2023, 14:00
მორიელი: შესაძლებელია დაუგეგმავი შოპინგი და ხარჯები. სხვათა შორის, ამის ნუ შეგეშინდებათ – დღეს ფინანსური ხარჯების საკითხს ფრთხილად ეკიდებით, ამიტომ ეს თქვენს ბიუჯეტს დიდ დარტყმას არ მიაყენებს. სარგებელს კი მიიღებთ – შეარჩევთ ისეთ ნივთებს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ.
მშვილდოსანი: დღეს თქვენი ბედისა და ბედნიერების მჭედელი თავად უნდა გახდეთ. ამასთან გარშემომყოფებმაც შეიძლება თქვენ გადმოგცენ ინიციატივა. ემოციები დადებითი და „გადამდები“ იქნება, თქვენი გეგმები – საინტერესო. ძალზე ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, პრაქტიკულად ყველა სახის ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის.
თხის რქა: დიდი შანსი გაქვთ, რომ სასურველს მიაღწიოთ და როცა მიაღწევთ, მას ხელიდან აღარ გაუშვებთ. ნურავინ იფიქრებს, რომ შეძლებს თქვენთვის ხელის შეშლას – უკან არაფერზე დაიხევთ. თქვენთან კონფლიქტის თავიდან არიდება ადვილია – საკმარისია, გზაზე არ გადაგეღობონ და საქმეში ხელი არ შეგიშალონ.
მერწყული: აჯობებს, თუ გადაწყვეტილებებს სწრაფად მიიღებთ. გეძლევათ არაერთი იღბლიანი შანსი როგორც საქმიანობაში, ისე სიყვარულში. მაგრამ არის რისკი, რომ იმდენ ხანს მოუნდეთ ყველაფრის აწონ–დაწონვას, რომ ეს შანსები ხელიდან გაგიფრინდეთ. ამიტომ გახსოვდეთ – დღეს დიდხანს ფიქრი არაფერს გარგებთ.
თევზები: დღეს უდიდესი შანსი და განწყობა გაქვთ, რომ ფული ნამდვილად სასარგებლო რაღაცებში დახარჯოთ. შესაძლოა, ყველა მაღაზიის შემოვლა, ვიტრინებთან არაერთი საათის დახარჯვა მოგიწიოთ, მაგრამ რასაც იყიდით, რეალურად საჭირო იქნება და ღირებულებისა და ხარისხის შესატყვისობა – იდეალური.