https://sputnik-georgia.com/20240319/sapatriarqos-dapinanseba-5-mln-larit-gaizarda-286939179.html
საპატრიარქოს დაფინანსება 5 მლნ ლარით გაიზარდა
საპატრიარქოს დაფინანსება 5 მლნ ლარით გაიზარდა
Sputnik საქართველო
საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დასაფინანსებლად მთლიანობაში 60 მლნ ლარი გამოიყო 19.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-19T23:18+0400
2024-03-19T23:18+0400
2024-03-19T23:18+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს საპატრიარქო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24754/95/247549533_0:158:3000:1846_1920x0_80_0_0_08fd880e784259f6bd59b69d14321abb.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ განათლების სფეროში პროექტების განსახორციელებლად საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაზარდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.გამოყოფილი თანხებით სულ 50 საგანმანათლებლო დაწესებულება დაფინანსდება. ყველა პროცესი გამჭვირვალეა, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული დაფინანსება მიმდინარე ბიუჯეტში ჯერ კიდევ გასულ წელს ჩაიდო და იგი არანაირ კავშირში არ არის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან.ამრიგად, 2024 წელს საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დასაფინანსებლად 60 მილიონი ლარი გამოიყო. პრემიერის განკარგულება 15 მარტით თარიღდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24754/95/247549533_165:0:2836:2003_1920x0_80_0_0_1db3b63fc501929b2a964c59dab59492.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საპატრიარქო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საპატრიარქო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საპატრიარქოს დაფინანსება 5 მლნ ლარით გაიზარდა
საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დასაფინანსებლად მთლიანობაში 60 მლნ ლარი გამოიყო
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ განათლების სფეროში პროექტების განსახორციელებლად საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაზარდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
გამოყოფილი თანხებით სულ 50 საგანმანათლებლო დაწესებულება დაფინანსდება. ყველა პროცესი გამჭვირვალეა, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
„არსებობს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30-მილიონიანი ასიგნება, რომელიც მიმართულია საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებზე და ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მილიონი ლარით", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული დაფინანსება მიმდინარე ბიუჯეტში ჯერ კიდევ გასულ წელს ჩაიდო და იგი არანაირ კავშირში არ არის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. ეს დაფინანსება შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ამიტომ არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, უშუალოდ არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა კობახიძემ.
ამრიგად, 2024 წელს საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დასაფინანსებლად 60 მილიონი ლარი გამოიყო. პრემიერის განკარგულება 15 მარტით თარიღდება.