https://sputnik-georgia.com/20240319/mwariashvili-miqautadzes-exmaureba-286936568.html
მოსამართლეების დაშინების მცდელობა - ყოფილი პროკურორი მიქაუტაძის ბრალდებას გამოეხმაურა
მოსამართლეების დაშინების მცდელობა - ყოფილი პროკურორი მიქაუტაძის ბრალდებას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
მიქაუტაძემ მწარიაშვილის განცხადებებს ყოველგვარ მორალსა და ზნეობას მოკლებული ცრუ ინფორმაციისა და ფაქტების მიზანმიმართული გავრცელება უწოდა. 19.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-19T21:16+0400
2024-03-19T21:16+0400
2024-03-19T21:16+0400
საქართველო
ქართული სასამართლო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264715121_0:328:3057:2048_1920x0_80_0_0_39cf68fe4c1d0eeb15355715c300ad43.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისის მთავარმა ყოფილმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძის განცხადება მის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის შეტანის თაობაზე მოსამართლეების დაშინებად შეაფასა.მიქაუტაძე მწარიაშვილს მის ქონებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აღნიშნული ცრუ ფაქტების უარყოფის მოთხოვნით მწარიაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის შეტანას გეგმავს - საუბარია მწარიშვილის განცხადებაზე მიქაუტაძის ქონებასა და შემოსავალთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა.როგორც მაია მწარიაშვილი ამტკიცებს, მოსამართლის ოჯახმა წლის განმავლობაში დივიდენდის სახით 14 ათასი ლარი მიიღო. მიქაუტაძის თქმით, ადამიანების გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ხელოვნურად შექმნან მოსამართლეების ე.წ. ვეტინგ-კონტროლის სისტემით შემოწმების საფუძველი.ყოფილი პროკურორის თქმით, მიქაუტაძის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ვერავინ გაბედოს მის ქონებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის გამოთქმა ან კითხვების დასმა.ამასთან, მიქაუტაძემ მწარიაშვილის განცხადებებს ყოველგვარ მორალსა და ზნეობას მოკლებული ცრუ ინფორმაციისა და ფაქტების მიზანმიმართული გავრცელება უწოდა.დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს სასამართლოში სარჩელი შეაქვს>>>უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, დაწყებულია ცილისმწამებლური კამპანია, რომლის ავტორები ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იქნება ეს პოლიტიკური ჯგუფების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, სატელევიზიო შოუების მოწყობით მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან „ვეტინგ-კონტროლის" სისტმით მოსამართლეთა შემოწმების საფუძველი.სარჩელის შეტანის განზრახვა მიქაუტაძემ იმით ახსნა, რომ მას არ შეუძლია საკუთარი ოჯახის რეპუტაციის შელახვის „მწარიაშვილის მსგავსი ადამიანების არაკეთილსინდისიერი განცხადებებით".ოპოზიცია და არასამთავრობო ირგანიზაციები სასამართლო რეფორმის ფარგლებში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის წინადადებით გამოდიან, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ. საქართველოს ხელისუფლება ამ იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.ვნებათაღენვა სასამართლო სისტემის ირგვლივსასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.ამასთან, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი - ძირითადად, მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო.ამ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში ოთხი რეფორმა განხორციელდა და ახლა რეფორმების მეხუთე ტალღა მზადდება.მოსამართლეები, რომელთაც ოპოზიცია „კლანის" წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ - 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.საქართველოს ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აშშ-მ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებები არ წარმოადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264715121_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_1b172666fcdcee60f74a5f00a9ad60af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
მოსამართლეების დაშინების მცდელობა - ყოფილი პროკურორი მიქაუტაძის ბრალდებას გამოეხმაურა
მიქაუტაძემ მწარიაშვილის განცხადებებს ყოველგვარ მორალსა და ზნეობას მოკლებული ცრუ ინფორმაციისა და ფაქტების მიზანმიმართული გავრცელება უწოდა.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისის მთავარმა ყოფილმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძის განცხადება მის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის შეტანის თაობაზე მოსამართლეების დაშინებად შეაფასა.
მიქაუტაძე მწარიაშვილს მის ქონებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აღნიშნული ცრუ ფაქტების უარყოფის მოთხოვნით მწარიაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის შეტანას გეგმავს - საუბარია მწარიშვილის განცხადებაზე მიქაუტაძის ქონებასა და შემოსავალთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა.
როგორც მაია მწარიაშვილი ამტკიცებს, მოსამართლის ოჯახმა წლის განმავლობაში დივიდენდის სახით 14 ათასი ლარი მიიღო. მიქაუტაძის თქმით, ადამიანების გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ხელოვნურად შექმნან მოსამართლეების ე.წ. ვეტინგ-კონტროლის სისტემით შემოწმების საფუძველი.
„ამ ბრიფინგის ამოცანა იყო სასამართლოში სარჩელის შეტანით მუქარა. ასეთ სარჩელებს, ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში აზრის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სარჩელებს ეძახიან. განვითარებული დემოკრატიული ქვეყნებში კი ასეთ სარჩელებს სასამართლო არ იღებს", - განაცხადა მწარიაშვილმა.
ყოფილი პროკურორის თქმით, მიქაუტაძის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ვერავინ გაბედოს მის ქონებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის გამოთქმა ან კითხვების დასმა.
ამასთან, მიქაუტაძემ მწარიაშვილის განცხადებებს ყოველგვარ მორალსა და ზნეობას მოკლებული ცრუ ინფორმაციისა და ფაქტების მიზანმიმართული გავრცელება უწოდა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, დაწყებულია ცილისმწამებლური კამპანია, რომლის ავტორები ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იქნება ეს პოლიტიკური ჯგუფების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, სატელევიზიო შოუების მოწყობით მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან „ვეტინგ-კონტროლის" სისტმით მოსამართლეთა შემოწმების საფუძველი.
სარჩელის შეტანის განზრახვა მიქაუტაძემ იმით ახსნა, რომ მას არ შეუძლია საკუთარი ოჯახის რეპუტაციის შელახვის „მწარიაშვილის მსგავსი ადამიანების არაკეთილსინდისიერი განცხადებებით".
ოპოზიცია და არასამთავრობო ირგანიზაციები სასამართლო რეფორმის ფარგლებში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის წინადადებით გამოდიან, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ. საქართველოს ხელისუფლება ამ იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ვნებათაღენვა სასამართლო სისტემის ირგვლივ
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.
ამასთან, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი - ძირითადად, მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო.
ამ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში ოთხი რეფორმა განხორციელდა და ახლა რეფორმების მეხუთე ტალღა მზადდება.
მოსამართლეები, რომელთაც ოპოზიცია „კლანის" წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ - 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
საქართველოს ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აშშ-მ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებები არ წარმოადგინა.