დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს სასამართლოში სარჩელი შეაქვს

© photo: Supreme Court of Georgia / FBუზენაესი სასამართლოს შენობა
უზენაესი სასამართლოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2024
გამოწერა
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე ადვოკატ მაია მწარიაშვილს მის ქონებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აღნიშნული ცრუ ფაქტების უარყოფის მოთხოვნით მწარიაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის შეტანას გეგმავს.
საუბარია მწარიშვილის განცხადებაზე მიქაუტაძის ქონებასა და შემოსავალთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა. მიქაუტაძის თქმით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ხელოვნურად შექმნან მოსამართლეების ე.წ. ვეტინგ-კონტროლის სისტემით შემოწმების საფუძველი.
„მე არ შემიძლია ჩემი ოჯახის რეპუტაციის შელახვა მწარიაშვილის მსგავსი ადამიანების არაკეთილსინდისიერი განცხადებებით, ამიტომ აუცილებლად შევიტან სამოქალაქო სარჩელს ცრუ ფაქტების უარყოფის მოთხოვნით“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
მიქაუტაძემ მწარიაშვილის განცხადებებს ყოველგვარ მორალსა და ზნეობას მოკლებული ცრუ ინფორმაციისა და ფაქტების მიზანმიმართული გავრცელება უწოდა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, დაწყებულია ცილისმწამებლური კამპანია, რომლის ავტორები ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იქნება ეს პოლიტიკური ჯგუფების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, სატელევიზიო შოუების მოწყობით მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან „ვეტინგ-კონტროლის" სისტმით მოსამართლეთა შემოწმების საფუძველი.
„ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა ხელოვნურად შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ პროცედურას. ამის მიზანი კი გახლავთ სასამართლო ხელისუფლების დამორჩილება, გავლენების გაზრდა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენების გაზრდა სასამართლო ხელისუფლებაზე და ამ ფორმით სასამართლო დამოუკიდებლობის შეკვეცა, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია", - განაცხადა მიქაუტაძემ.
ოპოზიცია და არასამთავრობო ირგანიზაციები სასამართლო რეფორმის ფარგლებში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის წინადადებით გამოდიან, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ. საქართველოს ხელისუფლება ამ იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივ
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.
განხეთქილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მოსამართლეების პროტესტი: რა ხდება სისტემაში?>>>
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.
ამასთან, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი - ძირითადად, მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო.
ამ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში ოთხი რეფორმა განხორციელდა და ახლა რეფორმების მეხუთე ტალღა მზადდება.
მოსამართლეები, რომელთაც ოპოზიცია „კლანის" წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ - 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
საქართველოს ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აშშ-მ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებები არ წარმოადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0