https://sputnik-georgia.com/20240317/iusticiis-umagles-sabchoshi-mosamartleebis-protestia-286888343.html
განხეთქილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მოსამართლეების პროტესტი: რა ხდება სისტემაში?
განხეთქილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მოსამართლეების პროტესტი: რა ხდება სისტემაში?
Sputnik საქართველო
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. 17.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-17T10:12+0400
2024-03-17T10:12+0400
2024-03-24T20:01+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
ქართული სასამართლო
ახალი ამბები
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/13/250093093_0:16:1997:1139_1920x0_80_0_0_b5b5d97176a0ff0c43a441236f8fae47.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთდროულად ორმა მოსამართლემ - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ დატოვა, უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ კი მხარი დაუჭირა ე.წ. ვეტინგ-კონტროლის სისტემას, რომელიც ქვეყნის სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობისთვის ახალი მიზეზი გახდა.ოპოზიცია და არასამთავრობო ირგანიზაციები სასამართლო რეფორმის ფარგლებში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის წინადადებით გამოდიან, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ. საქართველოს ხელისუფლება ამ იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბექაური, რომლებიც მხარს უჭერენ „ვეტინგ-კონტროლს", არასამთავრობო ორგანიზაციების ზეგავლენის ქვეშ არიან.„მოსამართლეს სავალდებულო წესით მედეგობა უნდა ახასიათებდეს, რომ არ დაექვემდებაროს და არ დაემორჩილოს მარტივად თავს მოხვეულ აზრს, მათ მედეგობის ეს ტესტი ვერ ჩააბარეს. ძალზე სამწუხაროა, როცა მოსამართლე მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს ხელს უწყობს და არ ხელმძღვანელობს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით. როდესაც მოსამართლე ვერ ახერხებს თანმიმდევრულობის შენარჩუნებას, ეს ნიშნავს, რომ ის მოწყვლადია და არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ კონკრეტულ გახმაურებულ საქმეზე იგი ზეწოლას ვერ გაუძლებს", - განაცხადა ოხანაშვილმა.საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ კი მოსამართლეების გაფრთხილება გადაწყვიტა.ასეთი კომენტარები გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ხელისუფლების გაკრიტიკების მიზეზი - არასამთავრობოები ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში ჩარევაში ადანაშაულებენ. „ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავიანთი განცხადებებით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ სასამართლოში კრიტიკული, პრინციპული მოსაზრებები მიუღებელია პოლიტიკური ხელისუფლებისთვის“, - ნათქვამია 12 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში, რომლებიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.მოსამართლეებს მხარი ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების" წევრმა ალეკო ელისაშვილმა დაუჭირა. „თუნდაც სასამართლოში იყოს რამდენიმე მოსამართლე, რომლებიც სხვების მსგავსად არ ემორჩილებიან მურუსიძეს (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - რედ.), მე ძალიან მომწონს... თუმცა არ მომწონს „ვეტინგ-კონტროლის" იდეა, რაც მე არასერიოზულად მიმაჩნია“, - განაცხადა ელისაშვილმა.ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივსასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.ამასთან, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი - ძირითადად, მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო.ხელისუფლება ვეტინგ-კონტროლის წინააღმდეგია - მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე დავა გრძელდება>>>მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებისკენ. თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაა.ამ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში ოთხი რეფორმა განხორციელდა და ახლა რეფორმების მეხუთე ტალღა მზადდება.იცვლება ხელისუფლება, ტარდება რეფორმები, მაგრამ წლიდან წლამდე ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა ვერ გახდა თავისუფალი და მას რამდენიმე მოსამართლისგან შემდგარი პროსახელისუფლებო „კლანი" აკონტროლებს.მოსამართლეები, რომელთაც ოპოზიცია „კლანის" წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ - 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულაშეერთებულმა შტატებმა არ წარმოადგინა თავისი ბრალდებების მტკიცებულებები, საქართველოს ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აშშ-მ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებები არ წარმოადგინა.„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღა განხორციელდა. თუმცა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ფასადური ცვლილებებია და ფუნდამენტური რეფორმები უნდა განხორციელდეს. ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნების გათვალისწინება და ამტკიცებს, რომ მათ ოპონენტებს სურთ არა თავისუფალი სასამართლო სისტემა, არამედ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/13/250093093_228:0:1767:1154_1920x0_80_0_0_01f6f82a2fe422814bbc05e522225602.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ქართული სასამართლო, ახალი ამბები, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ქართული სასამართლო, ახალი ამბები, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
განხეთქილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მოსამართლეების პროტესტი: რა ხდება სისტემაში?
10:12 17.03.2024 (განახლებულია: 20:01 24.03.2024) სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთდროულად ორმა მოსამართლემ - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ დატოვა, უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ კი მხარი დაუჭირა ე.წ. ვეტინგ-კონტროლის სისტემას, რომელიც ქვეყნის სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობისთვის ახალი მიზეზი გახდა.
ოპოზიცია და არასამთავრობო ირგანიზაციები სასამართლო რეფორმის ფარგლებში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის წინადადებით გამოდიან, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ. საქართველოს ხელისუფლება ამ იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
„სამწუხაროა, როდესაც მართლმსაჯულებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართველ ხალხს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და ამიტომ გადაწყვეტილება უცხოელებმა უნდა მიიღონ. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ გამოდის, რომ მოსამართლეებიც არ უნდა იყვნენ ქართველები და უცხოელი მოსამართლეები უნდა გვყავდეს, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა - მთლიანი დათმობა დამოუკიდებლობის, რომლისთვისაც ქართველი ხალხი ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბექაური, რომლებიც მხარს უჭერენ „ვეტინგ-კონტროლს", არასამთავრობო ორგანიზაციების ზეგავლენის ქვეშ არიან.
„მოსამართლეს სავალდებულო წესით მედეგობა უნდა ახასიათებდეს, რომ არ დაექვემდებაროს და არ დაემორჩილოს მარტივად თავს მოხვეულ აზრს, მათ მედეგობის ეს ტესტი ვერ ჩააბარეს. ძალზე სამწუხაროა, როცა მოსამართლე მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს ხელს უწყობს და არ ხელმძღვანელობს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით. როდესაც მოსამართლე ვერ ახერხებს თანმიმდევრულობის შენარჩუნებას, ეს ნიშნავს, რომ ის მოწყვლადია და არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ კონკრეტულ გახმაურებულ საქმეზე იგი ზეწოლას ვერ გაუძლებს", - განაცხადა ოხანაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ კი მოსამართლეების გაფრთხილება გადაწყვიტა.
„ამ ორ მოსამართლეს ვურჩევდი თავი დაანებონ კეკლუცობას, იმიტომ, რომ არც ერთ მოსამართლეს არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა და შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება მგელმა შეჭამოს. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაცაში არ არიან მართლაც კეთილსინდისიერები", - განაცხადა ოდიშარიამ.
ასეთი კომენტარები გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ხელისუფლების გაკრიტიკების მიზეზი - არასამთავრობოები ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში ჩარევაში ადანაშაულებენ.
„ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავიანთი განცხადებებით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ სასამართლოში კრიტიკული, პრინციპული მოსაზრებები მიუღებელია პოლიტიკური ხელისუფლებისთვის“, - ნათქვამია 12 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში, რომლებიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.
მოსამართლეებს მხარი ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების" წევრმა ალეკო ელისაშვილმა დაუჭირა.
„თუნდაც სასამართლოში იყოს რამდენიმე მოსამართლე, რომლებიც სხვების მსგავსად არ ემორჩილებიან მურუსიძეს (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - რედ.), მე ძალიან მომწონს... თუმცა არ მომწონს „ვეტინგ-კონტროლის" იდეა, რაც მე არასერიოზულად მიმაჩნია“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივ
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.
ამასთან, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი - ძირითადად, მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო.
მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებისკენ. თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაა.
ამ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში ოთხი რეფორმა განხორციელდა და ახლა რეფორმების მეხუთე ტალღა მზადდება.
იცვლება ხელისუფლება, ტარდება რეფორმები, მაგრამ წლიდან წლამდე ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა ვერ გახდა თავისუფალი და მას რამდენიმე მოსამართლისგან შემდგარი პროსახელისუფლებო „კლანი" აკონტროლებს.
მოსამართლეები, რომელთაც ოპოზიცია „კლანის" წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ - 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა
შეერთებულმა შტატებმა არ წარმოადგინა თავისი ბრალდებების მტკიცებულებები, საქართველოს ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აშშ-მ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებები არ წარმოადგინა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღა განხორციელდა. თუმცა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ფასადური ცვლილებებია და ფუნდამენტური რეფორმები უნდა განხორციელდეს. ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნების გათვალისწინება და ამტკიცებს, რომ მათ ოპონენტებს სურთ არა თავისუფალი სასამართლო სისტემა, არამედ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურა.