https://sputnik-georgia.com/20240319/lgbt-propagandis-winaagmdeg-kanonproeqti-parlamentshi-sheva-286931128.html
ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა საქართველოში: პარლამენტში კანონპროექტი ამ კვირაში შევა
ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა საქართველოში: პარლამენტში კანონპროექტი ამ კვირაში შევა
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის თქმით, თქმით, საქართველოში ჩატარდა ტრენინგები, სადაც განხილვის თემა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა იყო. 19.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-19T16:49+0400
2024-03-19T16:49+0400
2024-03-19T16:49+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
გაერო
ადამიანის უფლებები საქართველოში
ქართული ოცნება
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252234312_0:133:1280:854_1920x0_80_0_0_5686f4b6f0d7d3331fcf2cb2e5374e67.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" პარლამენტში ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დააინიცირებს, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე ინიციატივას ამზადებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“, თუმცა კონსტიტუციის შესაბამისი იქნება. მისი თქმით, საქართველოში ჩატარდა ტრენინგები, სადაც განხილვის თემა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა იყო. პოლიტიკოსის ინფორმაციით, ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის" ორგანიზებით და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა.„პრაიდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სემინარი რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ჩატარდა, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა განაცხადა, რომ მათ დააფინანსეს ტრენინგები, რომლებიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა, აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.დღეისათვის უცნობია, რას უწოდებს მმართველი პარტია ლგბტ-პროპაგანდას და რა ფორმით იმოქმედებს აკრძალვა.მზარდი ლიბერალური მოძრაობების ფონზე გენდერის გაუფასურების თემა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება კონსერვატიულ შეხედულებებს ემხრობა. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების მნიშვნელობაზე და ლგბტ პროპაგანდის დაუშვებლობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252234312_175:110:1166:854_1920x0_80_0_0_e849b72b92a0e6b1fe7d14dbf82df972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, გაერო, ადამიანის უფლებები საქართველოში, ქართული ოცნება , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, გაერო, ადამიანის უფლებები საქართველოში, ქართული ოცნება , კანონმდებლობა, ახალი ამბები
ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა საქართველოში: პარლამენტში კანონპროექტი ამ კვირაში შევა
პოლიტიკოსის თქმით, თქმით, საქართველოში ჩატარდა ტრენინგები, სადაც განხილვის თემა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა იყო.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" პარლამენტში ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დააინიცირებს, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე ინიციატივას ამზადებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“, თუმცა კონსტიტუციის შესაბამისი იქნება.
„ამ კვირაში ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ინიცირებას მოვახდენთ. ჩვენი ოპონენტები ამ თემით უკვე დაინტერესდნენ და ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ემზადებიან", - განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოში ჩატარდა ტრენინგები, სადაც განხილვის თემა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა იყო. პოლიტიკოსის ინფორმაციით, ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის" ორგანიზებით და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა.
„პრაიდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სემინარი რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ჩატარდა, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა განაცხადა, რომ მათ დააფინანსეს ტრენინგები, რომლებიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა, აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
„მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ისე სხვა დონორ-ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადამხდელთა ფული, რათა არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების უფლებები არ ავურიოთ ლგბტ-პროპაგანდის მავნე შედეგებში", - განაცხადა მდინარაძემ.
დღეისათვის უცნობია, რას უწოდებს მმართველი პარტია ლგბტ-პროპაგანდას და რა ფორმით იმოქმედებს აკრძალვა.
მზარდი ლიბერალური მოძრაობების ფონზე გენდერის გაუფასურების თემა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება კონსერვატიულ შეხედულებებს ემხრობა. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების მნიშვნელობაზე და ლგბტ პროპაგანდის დაუშვებლობაზე.