პრემიერი: აუცილებელია UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიას საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდეს

© Government of Georgiaილია თოფურია და ირაკლი კობახიძე
ილია თოფურია და ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2024
გამოწერა
ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი მებრძოლი საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა.
თბილისი, 19 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა ყველაფერი გააკეთონ UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონის, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ილია თოფურიასთვის საქართველოს მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.
UFC-ის ჩემპიონი, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა. იგი 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრების წინაშე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.
„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ილია თოფურიას ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. მას ცოტა ხნის წინ ესპანეთის მოქალაქეობა მიანიჭეს, მაგრამ არა მგონია, ეს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის დაბრკოლება გახდეს. ამიტომ მოვუწოდებ იუსტიციის სამინისტროს და პრეზიდენტს, ყველაფერი გააკეთონ მოქალაქეობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც თავად მებრძოლმა განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.
„მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერს, რომ დრო გამონახა და სრულიად საქართველოს გუშინდელი დახვედრისთვის, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნება, საქართველოს მოქალაქეობა", - განაცხადა თოფურიამ.
მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის.
პრემიერ-მინისტრი ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
თოფურიასთვის ვოლკანოვსკისთან გამარჯვება MMA-ში ზედიზედ მე-15 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელმა საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ დაიცვა.
ავსტრალიის წარმომადგენელთან გამარჯვებისთვის თოფურიამ 350 ათასი დოლარი მიიღო, ორგანიზატორებმა კი საუკეთესო ჩატარებული ბრძოლისთვის კიდევ 50 ათასი დაამატეს.
საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეს არ ეკრძალება ერთდროულად იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე - სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება არ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურ დაკარგვას.
თუ საქართველოს მოქალაქემ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში პირს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე მან მიმართა საქართველოს შესაბამის ორგანოებს.
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში კი თანხმობა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე მიიღება, თუ მოქალაქის კავშირი საქართველოსთან დამაჯერებლად ჩაითვლება.
ყველა ახალი ამბავი
0