დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 მარტი

CC BY 2.0 / Kim MyoungSung / Milky way and 2 meteorsვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 19 მარტია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
არ მოიწყენთ - დღე მოულოდნელ მოვლენებს, უჩვეულო განცდებსა და საინტერესო წინადადებებს მოიტანს. ცვლილებები ცხოვრების სხვადასხვა სფეროშია შესაძლებელი - ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ სფეროს აქცევთ მეტ ყურადღებას. ნებისმიერ შემთხვევაში უპრიანია ინიციატივის გამოჩენა და მოქმედება შესაფერის დროს.
ვერძი: ყურადღება საქმიანობაზე გადაიტანეთ - გექნებათ წარმატებების მიღწევის შანსი. ირგვლივ მყოფები დაგეხმარებიან, მაგრამ მათთან ურთიერთობები ხანდახან შეიძლება დაიძაბოს. თუ ცოტაოდენს დათმობთ, ეს ჩხუბში არ გადაიზრდება. ფინანსური საკითხების განხილვა სხვა დროისთვის გადადეთ, რადგან სერიოზული უთანხმოებებია მოსალოდნელი.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2019
როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: დიდი ალბათობით, ახალი საქმის დაწყება მოგინდებათ. ინტუიცია დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ სად გელოდებათ წარმატება. საზრუნავი ჩვეულებრივზე მეტი გექნებათ, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით. პოზიტიური ტენდენციები დღის განმავლობაში უფრო გაძლიერდება. საღამო კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრისა და რომანტიკული პაემნისთვის.
ტყუპი: დილით იდეებს ყურადღება მიაქციეთ, რადგან მათ განხორციელებას მალე შეძლებთ. ბევრ თქვენგანს სასიამოვნო სიურპრიზები დღის მეორე ნახევარში ელოდება. ეს დრო კარგია როგორც საქმიანობისთვის, ისე პირადი საკითხების მოსაგვარებლად. ადამიანებთან კონტაქტი ადვილი იქნება. წარსულს ჩაბარდება ოჯახური უთანხმოებები.
კირჩხიბი: დღის პირველი ნახევარი შესანიშნავი დროა მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და სერიოზული საუბრებისთვის. ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში რთული იქნება გონების მოკრება. ეცადეთ, მოერიდოთ ყოველდღიურ საზრუნავს, გამოიცვალოთ გარემო და გააკეთოთ ის, რაც მართლა გაინტერესებთ.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2020
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ლომი: ნაყოფიერი დღეა, რომელიც მრავალი ამოცანის გადასაწყვეტად გამოდგება - მარტივიდან დაწყებული, რთული და ახალი ამოცანების ჩათვლით. ურთიერთობების მხრივ არცთუ მარტივი დღეა. ხანდახან გაგიჭირდებათ იმის გაგება, თუ რას ითხოვენ თქვენგან ირგვლივ მყოფები. არაა გამორიცხული გაუგებრობები და წყენა. შეყვარებულებს საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ.
ქალწული: გარშემომყოფებისგან ძალიან ბევრს ნუ მოითხოვთ. ისინი სწრაფად ვერ შეძლებენ თქვენი იდეების შეფასებას და სავარაუდოდ, დიდხანს მოგიწევთ ახსნა, თუ რა, რატომ და როგორ უნდა გაკეთდეს. ხელსაყრელი დღეა სწავლისა და შემოქმედებისთვის. არასტანდარტული იდეების წამოყენებაში ბადალი არ გეყოლებათ.
სასწორი: სავარაუდოდ, მშფოთვარე დღე გექნებათ. მოვლენები სულ სხვაგვარადაც რომ განვითარდეს, ვიდრე ელოდებოდით, მაინც მოახერხებთ სიტუაციაში სწრაფად ორიენტირებას, იმპროვიზაციებს და ყველა სირთულეს გაუმკლავდებით. არაა გამორიცხული, ყოფითი პრობლემების გადაჭრა მოგიწიოთ და შესაბამისად - ფულის დახარჯვა.
აირჩიეთ თქვენი საყვარელი რიცხვი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2018
ნატალური ჰოროსკოპი: რომელ რიცხვში დაიბადეთ
მორიელი: ეცადეთ, არ გადაიღალოთ. სერიოზული დატვირთვა შეიძლება ცუდად აისახოს თქვენს როგორც განწყობაზე, ისე საერთო მდგომარეობაზე. არ ღირს დღის სერიოზული და რთული საქმეებით დაწყება - ამისთვის ცოტა დრო დაგჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში კარგი სიახლეები გელოდებათ, ასევე მოსალოდნელია საინტერესო და უჩვეულო ნაცნობობა.
მშვილდოსანი: არ იჩქაროთ ახალი საქმეების წამოწყება, დღე უკვე ნაცნობი ამოცანების გადაჭრით დაიწყეთ. დილას ასევე კარგი იქნება დოკუმენტების მოწესრიგება, ოფიციალური განაცხადების შედგენა. დღის მეორე ნახევარში საქმეები მარტივად გამოვა. ადვილად აუღებთ ალღოს იმ საკითხებს, რომლებიც ძალიან რთულად გეჩვენებოდათ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.
თხის რქა: დილით მცირე უსიამოვნებების გამო არ განერვიულდეთ, მათ ადვილად გაუმკლავდებით. ამასთან, გვერდით მყოფი ადამიანები დაგეხმარებიან. მოსალოდნელია ძველ ნაცნობებთან შეხვედრა. მათგან შეიძლება საინტერესო წინადადება მიიღოთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა სერიოზული საკითხების განსახილველად, რომელთა გამო უთანხმოებები გქონდათ.
ცხოვრება - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2023
ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც ყველანაირ ზეწოლას უძლებენ
მერწყული: კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. ადამიანებზე მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას და შეძლებთ მათ დაინტერესებას თქვენი იდეებით. აქ დიდ როლს შეასრულებს თქვენი მომხიბვლელობა. ზოგიერთი თქვენგანი იპოვის პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს თქვენ და თქვენს ახლობლებს აწუხებდათ. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება.
თევზები: კარგად ჩაივლის შეხვედრები იმ ადამიანებთან, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ. დღის პირველ ნახევარში ბევრი ღირებული ინფორმაციის გაგების შესაძლებლობა გექნებათ. მოგვიანებით კარგი დრო დადგება ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. არაა გამორიცხული მოულოდნელად თანხის ან საჩუქრების მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0