https://sputnik-georgia.com/20240318/saqartvelo-luqsemburgis-matchistvis-didi-ekrani-damontajdeba-286914043.html
21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება
21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება
Sputnik საქართველო
ლუქსემბურგთან" დაგეგმილ მატჩს საქართველოს ნაკრები თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს - კვარაცხელია მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს. 18.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-18T18:11+0400
2024-03-18T18:11+0400
2024-03-18T18:11+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282635101_0:0:2976:1674_1920x0_80_0_0_7df96fc1d2d614d0be18e6cb1dbd129f.jpg
თბილისი, 18 მარტი - Sputnik. 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ყურება გულშემატკივარს რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული დიდი ეკრანის მეშვეობითაც შეეძლება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას.საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ ხუთშაბათს გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 21 მარტს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა.კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეროვნულ ნაკრებს ქომაგობს, ხოლო ნაკრების ფეხბურთელებს გამარჯვება უსურვა.„საკმაოდ რთული და დაძაბული შეხვედრა გველოდება ლუქსემბურგის ნაკრებთან. მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართველი გულშემატკივარიც გაიხარებს და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.ევრო-2024: ვილი სანიოლმა გუნდის შემადგენლობა დასახელა>>>ლუქსემბურგთან" დაგეგმილ მატჩს საქართველოს ნაკრები თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს - კვარაცხელია მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთი და ყაზახეთი დაუპირისპირდებიან, ხოლო გამარჯვებულს საქართველო 26 მარტს შეხვდება.2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ნაწილი 14 ივნისი-14 ივლისის პერიოდში ჩატარდება. ტურნირს გერმანიის ათი ქალაქი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული იტალიის ნაკრებია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282635101_123:0:2854:2048_1920x0_80_0_0_a629be432cfc7c49ad2f673f00083095.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , სპორტი, ახალი ამბები
21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება
ლუქსემბურგთან" დაგეგმილ მატჩს საქართველოს ნაკრები თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს - კვარაცხელია მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.
თბილისი, 18 მარტი - Sputnik. 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ყურება გულშემატკივარს რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული დიდი ეკრანის მეშვეობითაც შეეძლება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ ხუთშაბათს გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 21 მარტს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა.
„ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს დაიწყო და ზუსტად 24 საათში მთლიანად გაიყიდა. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი ამ შეხვედრას დასწრებოდა, თუმცა ფიზიკურად სტადიონი ამაზე მეტ მაყურებელს ვერ იტევს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთოთ დიდი ეკრანი, სადაც გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, აღნიშნულ შეხვედრას პირდაპირ ეთერში უყუროს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეროვნულ ნაკრებს ქომაგობს, ხოლო ნაკრების ფეხბურთელებს გამარჯვება უსურვა.
„საკმაოდ რთული და დაძაბული შეხვედრა გველოდება ლუქსემბურგის ნაკრებთან. მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართველი გულშემატკივარიც გაიხარებს და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ლუქსემბურგთან" დაგეგმილ მატჩს საქართველოს ნაკრები თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს - კვარაცხელია მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთი და ყაზახეთი დაუპირისპირდებიან, ხოლო გამარჯვებულს საქართველო 26 მარტს შეხვდება.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ნაწილი 14 ივნისი-14 ივლისის პერიოდში ჩატარდება. ტურნირს გერმანიის ათი ქალაქი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული იტალიის ნაკრებია.