https://sputnik-georgia.com/20240313/evro-2024-vili-saniolma-shemadgenloba-daasaxela-286830896.html
ევრო-2024: ვილი სანიოლმა გუნდის შემადგენლობა დასახელა
ევრო-2024: ვილი სანიოლმა გუნდის შემადგენლობა დასახელა
Sputnik საქართველო
„ლუქსემბურგთან" დაგეგმილ მატჩს საქართველოს ნაკრები თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს 13.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-13T17:25+0400
2024-03-13T17:25+0400
2024-03-13T17:25+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/11/249467990_0:29:3001:1717_1920x0_80_0_0_f3c4d09233f2baf9c766e5bb5b1c82d2.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანილმა ლუქსემბურგთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს. საქართველო-ლუქსემბურგის მატჩი 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.სანიოლმა ნაკრებში ნახევარმცველი ჯაბუ კანკავა დააბრუნა, მაგრამ ქუთაისის „ტორპედოს" ფორვარდი გიორგი არაბიძე, მიუხედავად გულშემატკივრების დაჟინებული თხოვნისა, ნაკრებში არ შეიყვანა.ნაკრების შემადგენლობა:მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), გიორგი ლორია („დინამო" თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)დაცვა: სოლომონ კვერკველია („ალ-ახდუდი", საუდის არაბეთი), საბა საზონოვი („ტურინი", იტალია), გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი", ირანი), ლაშა დვალი („აპოელი", კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", იტალია), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვი", პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი", საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი", საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო ბათუმი", საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი", უკრაინა).ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე", ესპანეთი), ჯაბა კანკავა („სლოვანი", სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა", რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი", საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი", კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", იტალია)„ლუქსემბურგთან" დაგეგმილ მატჩს საქართველოს ნაკრები თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს - კვარაცხელია მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ნაწილი 14 ივნისი-14 ივლისის პერიოდში ჩატარდება. ტურნირს გერმანიის ათი ქალაქი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული იტალიის ნაკრებია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/11/249467990_336:0:2663:1745_1920x0_80_0_0_c05e8aaf095a966d2d60d850c8da382e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ევრო-2024: ვილი სანიოლმა გუნდის შემადგენლობა დასახელა
„ლუქსემბურგთან" დაგეგმილ მატჩს საქართველოს ნაკრები თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანილმა ლუქსემბურგთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს. საქართველო-ლუქსემბურგის მატჩი 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
სანიოლმა ნაკრებში ნახევარმცველი ჯაბუ კანკავა დააბრუნა, მაგრამ ქუთაისის „ტორპედოს" ფორვარდი გიორგი არაბიძე, მიუხედავად გულშემატკივრების დაჟინებული თხოვნისა, ნაკრებში არ შეიყვანა.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), გიორგი ლორია („დინამო" თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვერკველია („ალ-ახდუდი", საუდის არაბეთი), საბა საზონოვი („ტურინი", იტალია), გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი", ირანი), ლაშა დვალი („აპოელი", კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", იტალია), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვი", პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი", საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი", საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო ბათუმი", საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი", უკრაინა).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე", ესპანეთი), ჯაბა კანკავა („სლოვანი", სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა", რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი", საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი", კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", იტალია)
„ლუქსემბურგთან" დაგეგმილ მატჩს საქართველოს ნაკრები თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს - კვარაცხელია მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ნაწილი 14 ივნისი-14 ივლისის პერიოდში ჩატარდება. ტურნირს გერმანიის ათი ქალაქი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული იტალიის ნაკრებია.