https://sputnik-georgia.com/20240318/mamuka-pipia-rusetis-saprezidento-archevnebs-apasebs-286918288.html
ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა: ქართველი დამკვირვებელი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე
ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა: ქართველი დამკვირვებელი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე
Sputnik საქართველო
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოდან დამკვირვებელთა დელეგაციას ყველა თბილად ეპყრობოდა და ქართულადაც კი მიმართავდა. 18.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-18T19:30+0400
2024-03-18T19:30+0400
2024-03-18T19:32+0400
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024
საქართველო
რუსეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/12/286916340_0:90:1280:811_1920x0_80_0_0_c2f3ee3955bf716ce306d61576a46d63.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ქართველმა დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე მრავალი საათი გაატარეს და საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე დღიდან ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დააფიქსირეს, განაცხადა პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ „Sputnik საქართველოსთვის" მიცემულ ინტერვიუში.ცესკოს ბოლო მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა ხმების 87,28% მიიღო, მეორე ადგილზეა ნიკოლაი ხარიტონოვი ხმების 4,31%-ით. კენჭისყრა სამი დღე - 15,16 და 17 მარტს გაიმართა. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 77,44% შეადგინა.„ბევრ უბანზე დავაფიქსირეთ ხმის მიცემის მსურველი მოქალაქეების რიგები! ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა დისტანციურად ხმის მიცემის დროსაც“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მიღებით რუსებმა დაიცვეს ქვეყნის კონსტიტუცია და თავისუფლება.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოდან დამკვირვებელთა დელეგაციას ყველა თბილად ეპყრობოდა და ქართულადაც კი მიმართავდა.„პირველივე წუთებიდან ნათლად ჩანდა, რომ კომისიის სხვა წევრები გვხვდებოდნენ როგორც ძველ და კარგ მეგობრებს!", - განაცხადა ფიფიამ.რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს ქართველი დამკვირვებლები აკვირდებიან>>>როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იგი არჩევნებზე დამკვირვებლად ქართული პასპორტით დარეგისტრირდა, კენჭისყრაში მონაწილეობა კი რუსული პასპორტით მიიღო.„ჩემთვის ამას გარკვეული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა - ქართულ-რუსულ მეგობრობას და ძმობას წინ ვერაფერი აღუდგება", - განაცხადა ფიფიამ. ქართველ დამკვირვებელთა ჯგუფის წევრები იყვნენ: პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, მიხეილ ჟღენტი („სოლიდარობა მშვიდობისთვის“), თეიმურაზ მაისურაძე (სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი) და ვასო კაპანაძე (ანალიტიკური ცენტრი „ექსპერტ პლუსი"რუსეთის ცესკოს მონაცემებით, არჩევნებზე აკრედიტირებული იყო 700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი 107 ქვეყნიდან.არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ცესკო ხუთშაბათს სპეციალურ სხდომაზე გამოაცხადებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/12/286916340_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_609ae789dd063fd8bc9e11c033e2610d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, პოლიტიკა
საქართველო, რუსეთი, პოლიტიკა
ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა: ქართველი დამკვირვებელი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე
19:30 18.03.2024 (განახლებულია: 19:32 18.03.2024) როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოდან დამკვირვებელთა დელეგაციას ყველა თბილად ეპყრობოდა და ქართულადაც კი მიმართავდა.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ქართველმა დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე მრავალი საათი გაატარეს და საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე დღიდან ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დააფიქსირეს, განაცხადა პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ „Sputnik საქართველოსთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა ხმების 87,28% მიიღო, მეორე ადგილზეა ნიკოლაი ხარიტონოვი ხმების 4,31%-ით. კენჭისყრა სამი დღე - 15,16 და 17 მარტს გაიმართა. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 77,44% შეადგინა.
„ბევრ უბანზე დავაფიქსირეთ ხმის მიცემის მსურველი მოქალაქეების რიგები! ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა დისტანციურად ხმის მიცემის დროსაც“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მიღებით რუსებმა დაიცვეს ქვეყნის კონსტიტუცია და თავისუფლება.
„რუსმა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობით დაადასტურა თავისი სამოქალაქო პოზიცია, შეუერთდა სამშობლოს დამცველთა რიგებს და დაიცვა კონსტიტუცია და თავისუფლება“, - განაცხადა ფიფიამ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოდან დამკვირვებელთა დელეგაციას ყველა თბილად ეპყრობოდა და ქართულადაც კი მიმართავდა.
„პირველივე წუთებიდან ნათლად ჩანდა, რომ კომისიის სხვა წევრები გვხვდებოდნენ როგორც ძველ და კარგ მეგობრებს!", - განაცხადა ფიფიამ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იგი არჩევნებზე დამკვირვებლად ქართული პასპორტით დარეგისტრირდა, კენჭისყრაში მონაწილეობა კი რუსული პასპორტით მიიღო.
„ჩემთვის ამას გარკვეული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა - ქართულ-რუსულ მეგობრობას და ძმობას წინ ვერაფერი აღუდგება", - განაცხადა ფიფიამ.
ქართველ დამკვირვებელთა ჯგუფის წევრები იყვნენ: პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, მიხეილ ჟღენტი („სოლიდარობა მშვიდობისთვის“), თეიმურაზ მაისურაძე (სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი) და ვასო კაპანაძე (ანალიტიკური ცენტრი „ექსპერტ პლუსი"
რუსეთის ცესკოს მონაცემებით, არჩევნებზე აკრედიტირებული იყო 700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი 107 ქვეყნიდან.
არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ცესკო ხუთშაბათს სპეციალურ სხდომაზე გამოაცხადებს.