Голосование на выборах президента России за рубежом - Sputnik საქართველო, 1920
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს ქართველი დამკვირვებლები აკვირდებიან

© photo: Sputnik / Stringerრუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს ქართველი დამკვირვებლები აკვირდებიან
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს ქართველი დამკვირვებლები აკვირდებიან - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2024
გამოწერა
დილით ქართველმა დამკვირვებლებმა რამდენიმე საარჩევნო უბანი მოინახულეს და განაცხადეს, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის მიმდინარეობას ქართველი დამკვირვებლებიც აკვირდებიან, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლადა და საარჩევნო ექსპერტადაა აკრედიტებული.
ქართველ დამკვირვებელთა ჯგუფში, ლორთქიფანიძის გარდა, შედიან მიხეილ ჟღენტი („სოლიდარობა მშვიდობისთვის“), თეიმურაზ მაისურაძე (სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი) და ვასო კაპანაძე (ანალიტიკური ცენტრი „ექსპერტ პლუსი").
„დღეს ჩვენ მოვინახულეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი, მათ შორის ჩრდილო-აღმოსავლეთის №3453 საარჩევნო ოლქში, სადაც დილის საათებში მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს“, — განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, ქართველ დამკვირვებლებთან ერთად მუშაობენ კოლეგები ნატოს ქვეყნებიდან — იტალიიდან და საფრანგეთიდან.
რუსეთის ცესკოს მონაცემებით, არჩევნებისთვის აკრედიტირებულია 700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი 107 ქვეყნიდან.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-დან 17 მარტამდე იმართება. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ვლადიმირ პუტინი, ვლადისლავ დავანკოვი, ლეონიდ სლუცკი და ნიკოლაი ხარიტონოვი.
ყველა ახალი ამბავი
0