აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე გზის მშენებლობა გრძელდება

© Courtesy of Roads Department of Georgiaგრიგოლეთი-ქობულეთის გზა
გრიგოლეთი-ქობულეთის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2024
გამოწერა
გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. აღმოსავლეთი-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი 3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა წელს დასრულდება, განაცხადეს საავტომობილო დეპარტამენტის განცხადებაში.
ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ღირებულება 228 მილიონი ლარია. გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კმ-იანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.
„სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, მაგრამ 3 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ არის გამოწვევები, რომლის გამოც კონტრაქტორს და ზედამხედველ კომპანიებს მოუხდათ გაეზარდათ მობილიზაცია და რესურსები. გეგმა, რომელიც გვაქვს, ითვალისწინებს ამ მონაკვეთის დასრულებას წელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, მშენებარე გზის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის უკვე გახსნილია.
გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.
ახალი მონაკვეთების გახსნის ხარჯზე ამ გზებზე ავტოტრანსპორტით მგზავრობის დრო განახევრდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0