ბათუმში ორ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2024
გამოწერა
მომხდარ ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება
თბილისი, 18 მარტი - Sputnik. ბათუმში მომხდარი ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქვეითი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ორივე შემთხვევა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთ-ერთი 40 წლამდე ქალია. იგი კლინიკა „მედინაში” შვილის სანახავად მიდიოდა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა.
მეორე ავტოსაგზაო შემთხვევაც ამავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზთან მოხდა - შუახნის მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მამაკაციც ადგილზე დაიღუპა.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის, ან უსაფრხთოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0