სტრატეგიული პარტნიორობა და პროექტები: რა განიხილეს საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერებმა
© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა
© Сourtesy of Georgian Government
გამოწერა
კობახიძის პირველი ვიზიტი ბაქოში პრემიერის რანგში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით გაიხსნა.
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და წარმატებული თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში - ეს და სხვა საკითხები განიხილებოდა ბაქოში, სადაც ერთმანეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ალი ასადოვი შეხვდნენ.
© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა
© Сourtesy of Georgian Government
კობახიძის პირველი ვიზიტი ბაქოში პრემიერის რანგში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით გაიხსნა. კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმდინარე წლის 8 თებერვალს გახდა. მან ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა მთავრობის მეთაურის რანგში ბაქოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას.
საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ალი ასადოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ერთობლივ რეგიონულ პროექტებს. აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა, მათ შორის ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით.
მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის განსაკუთრებულ როლზე ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში და აღნიშნეს, რომ სხდომის გამართვა ახლო მომავალში იგეგმება.
ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და კონსტრუქციული დიალოგის როლს ამ პროცესში. პრემიერმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.
მშვიდობა და სტაბილურობა
ვიზიტის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
„მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა დადებით როლს, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მსოფლიო არენაზე სამხრეთ კავკასიის როლის გაძლიერებაზე მუშაობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ამოცანაა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის იმუშაოს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად და სთავაზობდა თბილისს, როგორც პლატფორმას მოლაპარაკებებისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად.
© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა
© Сourtesy of Georgian Government
2021 წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა
© Сourtesy of Georgian Government
უკვე 2023 წლის ოქტომბერში, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს პირისპირ პირველად საქართველოში შეხვდნენ.
© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა
© Сourtesy of Georgian Government
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა
© Сourtesy of Georgian Government
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.