https://sputnik-georgia.com/20240315/saqartvelom-azerbaijanma-da-turqetma-baqos-deklaracias-moaweres-xeli-286871446.html
საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ბაქოს დეკლარაციას მოაწერეს ხელი
საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ბაქოს დეკლარაციას მოაწერეს ხელი
Sputnik საქართველო
ბაქოს დეკლარაციაში საუბარია რეგიონის გაზრდილ სატრანსპორტო როლზე გლობალურ კონტექსტში, ასევე შუა დერეფნის და მისი რეალიზაციის მნიშვნელობაზე. 15.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-15T21:25+0400
2024-03-15T21:25+0400
2024-03-15T21:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
თურქეთი
კავკასია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0f/286862344_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_4da33ce9822db69584704f30aa1f2605.jpg
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბაქოს დეკლარაციას, რომელიც სამ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას გულისხმობს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრა გაიმართა. ბაქოს დეკლარაციას ხელი მოაწერეს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ილია დარჩიაშვილმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ჰაკან ფიდანმა.დოკუმენტში ხაზგასმულია კონკრეტული საკითხები, მათ შორის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებლობა.გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე.მინისტერიალზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამ ქვეყანას შორის არსებული სანიმუშო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი, სტაბილური განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებზე.მხარეებმა დადებითად შეაფასეს სამმხრივი ფორმატის ფარგლებში არსებული წარმატებული სექტორული თანამშრომლობა და რეგულარული შეხვედრები საპარლამენტო, თავდაცვის, ეკონომიკის და სხვა დარგობრივი მიმართულებით.სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ კოორდინირებული ქმედებები ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.
საქართველო
აზერბაიჯანი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0f/286862344_200:101:1887:1366_1920x0_80_0_0_8f40263e040351f678e568aad54cbe81.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი , კავკასია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი , კავკასია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ბაქოს დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ბაქოს დეკლარაციაში საუბარია რეგიონის გაზრდილ სატრანსპორტო როლზე გლობალურ კონტექსტში, ასევე შუა დერეფნის და მისი რეალიზაციის მნიშვნელობაზე.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბაქოს დეკლარაციას, რომელიც სამ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას გულისხმობს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრა გაიმართა. ბაქოს დეკლარაციას ხელი მოაწერეს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ილია დარჩიაშვილმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ჰაკან ფიდანმა.
დოკუმენტში ხაზგასმულია კონკრეტული საკითხები, მათ შორის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებლობა.
ბაქოს დეკლარაციაში საუბარია გლობალურ კონტექსტში რეგიონის გაზრდილ სატრანსპორტო როლზე და შუა დერეფნის და მისი რეალიზაციის მნიშვნელობაზე. ამავე დოკუმენტით მხარეები იწონებენ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებიც სამივე ქვეყანას აერთიანებს.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე.
მინისტერიალზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამ ქვეყანას შორის არსებული სანიმუშო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი, სტაბილური განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებზე.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს სამმხრივი ფორმატის ფარგლებში არსებული წარმატებული სექტორული თანამშრომლობა და რეგულარული შეხვედრები საპარლამენტო, თავდაცვის, ეკონომიკის და სხვა დარგობრივი მიმართულებით.
სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ კოორდინირებული ქმედებები ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.