https://sputnik-georgia.com/20240316/saqartvelos-sagareo-uwyeba-meqsikasi-mzevlad-ayvanili-qartvelebis-adgilsamyofels-arkvevs-286884670.html
საქართველოს საგარეო უწყება მექსიკაში მძევლად აყვანილი ქართველების ადგილსამყოფელს არკვევს
საქართველოს საგარეო უწყება მექსიკაში მძევლად აყვანილი ქართველების ადგილსამყოფელს არკვევს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებული ქართველების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 ათას დოლარს ითხოვენ. 16.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-16T18:17+0400
2024-03-16T18:17+0400
2024-03-16T18:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
მექსიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23481/45/234814546_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_5870e4d51225be5dcd755d866bdd924b.jpg
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების გამო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა და გატაცებული მოქალაქეების შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.დღეს ცნობილი გახდა, რომ 30-მდე ქართველი მესამე დღეა მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები, რომლებიც მექსიკის გავლით აშშ-ის საზღვართან მისვლას ცდილობდნენ, აშშ-მექსიკის საზღვართან კრიმინალურმა დაჯგუფებამ აიყვანა ტყვედ. მძევლებს შორის ქალებიც არიან. ამ დროისთვის უცნობია, გატაცებულებს შორის არიან თუ არა არასრულწლოვნები.მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა >>„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით", - განაცხადეს საგარეო უწყებაში.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 ათასი დოლარს ითხოვენ.წყარო - ტელეკომპანია „მთავარი არხი“
საქართველო
მექსიკა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23481/45/234814546_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_7d3dd302caa929d9ca07be150ca50711.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მექსიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, მექსიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება მექსიკაში მძევლად აყვანილი ქართველების ადგილსამყოფელს არკვევს
გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებული ქართველების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 ათას დოლარს ითხოვენ.
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების გამო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა და გატაცებული მოქალაქეების შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 30-მდე ქართველი მესამე დღეა მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები, რომლებიც მექსიკის გავლით აშშ-ის საზღვართან მისვლას ცდილობდნენ, აშშ-მექსიკის საზღვართან კრიმინალურმა დაჯგუფებამ აიყვანა ტყვედ. მძევლებს შორის ქალებიც არიან. ამ დროისთვის უცნობია, გატაცებულებს შორის არიან თუ არა არასრულწლოვნები.
„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით", - განაცხადეს საგარეო უწყებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 ათასი დოლარს ითხოვენ.