მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა

© photo: Sputnik / Дмитрий Знаменский / გადასვლა მედიაბანკშიმექსიკა
მექსიკა - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2024
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებული ქართველების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 ათას დოლარს ითხოვენ.
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. მესამე დღეა, 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები ტყვედ მექსიკის საზღვართან აიყვანეს. მძევლებს შორის ქალებიც არიან. ამ დროისთვის უცნობია, გატაცებულებს შორის არიან თუ არა არასრულწლოვნები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 ათასი დოლარს ითხოვენ.
ტყვეობაში მყოფი მოქალაქეები ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით დაუკავშირდნენ, სადაც კრიმინალური დაჯგუფების სისასტიკეზე საუბრობენ.
„ტყვეობაში ვარ, ნარკოკარტელთან, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. რაღაც სარდაფში ვართ 120 კაცი დამწყვდეული. ველოდებით გაყვანას. იარაღი დამადეს და მეორე დანის კონდახს მირტყამდა იმის გამო, რომ ორი ესპანური სიტყვა ვიცოდი. ყვიროდნენ და მირტყამდნენ“, - წერს ერთ-ერთი გატაცებული.
გატაცებულების ახლობლები დახმარებას ითხოვენ. ქართველების გატაცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან მექსიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი არხი“
ყველა ახალი ამბავი
0