პოლიციამ ნარკოდამნაშავეები დააკავა - უმეტესობა უცხოეთის მოქალაქეა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსპეცოპერაცია ფონიჭალაში
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2024
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველების მიერ თბილისში, იმერეთსა და აჭარაში დაკავებული 9 ადამიანიდან ხუთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათი ასაკი კი 22-დან 40 წლამდე მერყეობს.
უწყების ცნობით, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და „პსილოცინი“, „მდმა“, „ექსტაზი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ „კოკაინი“, „მეტადონი“, „ამფეტამინი“ და „ლსდ“.
გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე, 265-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0