რამდენმა ადამიანმა ისარგებლა საქართველოს აეროპორტებით - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2024
გამოწერა
გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 96,2%-მა რეგულარულ რეისებით ისარგებლა.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. 2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა - 34,8%-ით მეტს 2022 წელთან შედარებით ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტებმა 2022 წელთან შედარებით (2,9 მლნ) 36%-ით მეტი მგზავრი მიიღეს. აეროპორტებიდან 3 მილიონზე მეტი ადამიანი გაფრინდა (33,5%-თ მეტი).
გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 96,2%-მა რეგულარულ რეისებით ისარგებლა.
ასევე, სტატისტიკის მიხედვით, აეროპორტებში 25,5 ათასი სამგზავრო რეისი განხორციელდა, რაც 28,6%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი იზრდება - მონაცემები განახლდა>>>
გარდა ამისა, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 358,5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875,3 მლნ მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა ორჯერ, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 2,1-ჯერ აღემატება2022 წლის მაჩვენებელს.
სატვირთო გადაზიდვები
2023 წელს საქართველოს აეროპორტებში 1,1 ათასი სატვირთო ფრენა განხორციელდა, რაც 32,2%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით.
გარდა ამისა, გასულ წელს აეროპორტებში ტვირთებისა და გზავნილების მოცულობამ 19,6 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 86,7% მიღებული ტვირთი და გზავნილია, 13,3% კი - გაგზავნილი.
ამასთან, საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 224,2 ათასი ტონა შეადგინა,
ასევე, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 224,2 ათასი ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 425,8 მლნ ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაზიდული ტვირთების მოცულობა და ტვირთბრუნვა, 2022 წელთან შედარებით, 66,4%-ით და 65,6%-ით შემცირდა.
ყველა ახალი ამბავი
0