ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი იზრდება - მონაცემები განახლდა

© Kutaisi International Airportქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2024
გამოწერა
ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 2024 წლის თებერვალში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაერთიანების ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში აეროპორტი 118.507 მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის თებერვალში კი აეროპორტით მხოლოდ 75.760-მა მგზავრმა ისარგებლა.
მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. თებერვალში აეროპორტში რეისები გასული წლის პერიოდთან შედარებით 37 %-ით გაიზარდა და 350 რეისს მოემსახურა. ( 2023 წლის თებერვალი- 256 რეისი).
რეკორდული ზრდა - რამდენ მგზავრს მოემსახურა ქუთაისის აეროპორტი 2023 წელს>>>
მგზავრთნაკადის გარდა, გაიზარდა ავიარეისების რაოდენობაც. საანგარიშო პერიოდში აეროპორტი 350 რეისს მოემსახურა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-ით მეტია ( 2023 წლის თებერვალი- 256 რეისი).
მთლიანობაში 2024 წლის იანვარ-თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთკანადი 68 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 52 %-ით გაიზარდა.
ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.
აეროპორტის წარმატებები
გასული წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადის, ისე ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით.
2023 წელს აეროპორტი თითქმის 1,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 103%-ით მეტია.
ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია ავიარეისების რაოდენობამაც - აეროპორტი 5.040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წელთან შედარებით 57 %-ით მეტია.
2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.
ავიაკომპანიამ 2023 წლის 1-ლი ივნისიდან ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და 2 ივნისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო ევროპის 5 ქალაქის – ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებებით. ფრენები კვირაში ორი სიხშირით ხორციელდება.
19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა, რომელიც სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით ასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0