https://sputnik-georgia.com/20240115/rekorduli-zrda-qutaisis-aeroportis-axali-statistika-285657095.html
რეკორდული ზრდა - რამდენ მგზავრს მოემსახურა ქუთაისის აეროპორტი 2023 წელს
რეკორდული ზრდა - რამდენ მგზავრს მოემსახურა ქუთაისის აეროპორტი 2023 წელს
Sputnik საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს 5.040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წელთან შედარებით 57%-ით მეტია. 15.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-15T22:43+0400
2024-01-15T22:43+0400
2024-01-15T22:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ავიამიმოსვლა საქართველოში
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23993/88/239938859_6:0:4027:2262_1920x0_80_0_0_6e7c44188296a41ba47e21b062123f10.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 103%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.გაერთიანების ინფორმაციით, 2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის არსებობის მანძილზე ისტორიული იყო. 2023 წელს აეროპორტი თითქმის 1,7 მილიონ მგზავრს მოემსახურამგზავრთნაკადის გარდა, 2023 წელი რეკორდული იყო ქუთაისის აეროპორტისთვის რეისების რაოდენობის კუთხითაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს 5.040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წელთან შედარებით 57 %-ით მეტია.ქუთაისის ცენტრიდან აეროპორტამდე ავტობუსები ივლიან >>რაც შეეხება 2023 წლის დეკემბრის თვის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 157.092 მგზავრს და 538 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის დეკემბერს შესაბამისად 85% და 76%-ით აღემატება.ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.აეროპორტების გაერთიანებაში ასევე განაცხადეს, რომ 2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.ხუთი მილიონი მგზავრი 11 წელიწადში – Wizz Air-ის მუშაობა საქართველოში >>ავიაკომპანიამ 2023 წლის ივნისში ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და 2 ივნისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო ევროპის 5 ქალაქის – ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებებით. ფრენები კვირაში ორი სიხშირით ხორციელდება.19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა, რომელიც სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველომ 2020 წლის მარტში ავიამიმოსვლის აკრძალვა შემოიღო, რომელიც 2021 წლის თებერვლამდე მოქმედებდა. 2022 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 188,5%-ით გაიზარდა და 5,4 მილიონი შეადგინა.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23993/88/239938859_508:0:3524:2262_1920x0_80_0_0_c5f51489a8bf078edf18877bf461707f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
რეკორდული ზრდა - რამდენ მგზავრს მოემსახურა ქუთაისის აეროპორტი 2023 წელს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს 5.040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წელთან შედარებით 57%-ით მეტია.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 103%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
გაერთიანების ინფორმაციით, 2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის არსებობის მანძილზე ისტორიული იყო. 2023 წელს აეროპორტი თითქმის 1,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა
მგზავრთნაკადის გარდა, 2023 წელი რეკორდული იყო ქუთაისის აეროპორტისთვის რეისების რაოდენობის კუთხითაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს 5.040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წელთან შედარებით 57 %-ით მეტია.
რაც შეეხება 2023 წლის დეკემბრის თვის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 157.092 მგზავრს და 538 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის დეკემბერს შესაბამისად 85% და 76%-ით აღემატება.
ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.
აეროპორტების გაერთიანებაში ასევე განაცხადეს, რომ 2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.
ავიაკომპანიამ 2023 წლის ივნისში ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და 2 ივნისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო ევროპის 5 ქალაქის – ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებებით. ფრენები კვირაში ორი სიხშირით ხორციელდება.
19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა, რომელიც სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.
კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველომ 2020 წლის მარტში ავიამიმოსვლის აკრძალვა შემოიღო, რომელიც 2021 წლის თებერვლამდე მოქმედებდა. 2022 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 188,5%-ით გაიზარდა და 5,4 მილიონი შეადგინა.