https://sputnik-georgia.com/20231226/qutaisis-centridan-aeroportamde-avtobusebi-ivlian-285252318.html
ქუთაისის ცენტრიდან აეროპორტამდე ავტობუსები ივლიან
ქუთაისის ცენტრიდან აეროპორტამდე ავტობუსები ივლიან
Sputnik საქართველო
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტეს, ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. 26.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-26T17:42+0400
2023-12-26T17:42+0400
2023-12-26T17:42+0400
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24842/57/248425734_117:0:2773:1494_1920x0_80_0_0_3beab52b97a3445e08180e8e992ffb9c.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის აპრილიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი თანამედროვე ავტობუსი (SHUTTLE BUS) მოემსახურება, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.ამ დროისთვის ქუთაისის აეროპორტში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი ავტომობილით ან ტაქსით, ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსები დადის თბილისში, ბათუმსა და გუდაურში.მისი თქმით, რეგულარული შატლ-სერვისების დანიშვნა ქუთაისის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის მნიშვნელოვანი სიახლეა იმერეთის ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული მცირე და საშუალო მეწარმებისთვის, რომელთაც ექნებათ მეტი შესაძლებლობა და წვდომა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ საერთაშორისო მოგზაურებთან.ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სიახლე დადებითად აისახება იმერეთის ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე.როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტეს, ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებმა შესაბამის მომსახურების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,4 მილიონი ლარია. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წინადადებების მიღება 2024 წლის 21 იანვარს დაიწყება და 26 იანვრამდე გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24842/57/248425734_673:0:2665:1494_1920x0_80_0_0_be5d9fc46fbc55fb6f6400813c83a9e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
ქუთაისის ცენტრიდან აეროპორტამდე ავტობუსები ივლიან
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტეს, ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის აპრილიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი თანამედროვე ავტობუსი (SHUTTLE BUS) მოემსახურება, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
ამ დროისთვის ქუთაისის აეროპორტში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი ავტომობილით ან ტაქსით, ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსები დადის თბილისში, ბათუმსა და გუდაურში.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია ჩვენს ქვეყანაში. გაზრდილ მგზავრთნაკადსა და პირდაპირ საჰაერო მიმოსვლებთან ერთად მნიშვნელოვანია, ქუთაისსა და სრულიად იმერეთში ტურისტული ვიზიტების და ღამისთევების რაოდენობა გაიზარდოს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, რეგულარული შატლ-სერვისების დანიშვნა ქუთაისის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის მნიშვნელოვანი სიახლეა იმერეთის ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული მცირე და საშუალო მეწარმებისთვის, რომელთაც ექნებათ მეტი შესაძლებლობა და წვდომა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ საერთაშორისო მოგზაურებთან.
ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სიახლე დადებითად აისახება იმერეთის ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტეს, ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებმა შესაბამის მომსახურების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,4 მილიონი ლარია. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წინადადებების მიღება 2024 წლის 21 იანვარს დაიწყება და 26 იანვრამდე გაგრძელდება.