https://sputnik-georgia.com/20240313/mamakaci-15-wlis-dishvils-seqsualurad-aviwroeba-286826613.html
მამაკაცი ცოლის 15 წლის დისშვილს სექსუალურად ავიწროებდა
მამაკაცი ცოლის 15 წლის დისშვილს სექსუალურად ავიწროებდა
Sputnik საქართველო
გამოძიება არასრულწლოვანის დეიდის მიმართაც არის დაწყებული. მას სამართალდამცველები 15 წლის გოგონაზე ძალადობას ედავებიან. 13.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-13T12:25+0400
2024-03-13T12:25+0400
2024-03-13T12:09+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24020/85/240208543_0:25:3555:2024_1920x0_80_0_0_17bc985d2cf06a67e8903903d9b3212d.jpg
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. აჭარაში სამართალდამცველებმა ცოლის 15 წლის დისშვილის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.შემთხვევა ბათუმში რამდენიმე დღის წინ მოხდა.ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 15 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა. არასრულწლოვანმა სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ დეიდას უამბო, რომელიც არასრულწლოვანს ფიზიკურად გაუსწორდა.„ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური ძალადობა მიმდინარეობს და ბრალდებულის ოჯახის წევრები მას გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებენ. 15 წლის გოგონას დედა ემიგრაციაშია, შვილი კი დასთან ჰყავს დატოვებული.გამოძიება არასრულწლოვანის დეიდის მიმართ სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24020/85/240208543_411:0:3142:2048_1920x0_80_0_0_721f71cd713ff55072cf9d8088e656e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, აჭარა , ახალი ამბები
მამაკაცი ცოლის 15 წლის დისშვილს სექსუალურად ავიწროებდა
გამოძიება არასრულწლოვანის დეიდის მიმართაც არის დაწყებული. მას სამართალდამცველები 15 წლის გოგონაზე ძალადობას ედავებიან.
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. აჭარაში სამართალდამცველებმა ცოლის 15 წლის დისშვილის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
შემთხვევა ბათუმში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 15 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა. არასრულწლოვანმა სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ დეიდას უამბო, რომელიც არასრულწლოვანს ფიზიკურად გაუსწორდა.
„[დეიდის მხრიდან] ცემის შემდეგ გოგო გაიქცა სახლიდან და მათ პოლიციაში უჩივლა. ვიდრე პოლიცია რეაგირებას მოახდენდა, 15 წლის გოგომ მომხდარის შესახებ შეყვარებულსაც უამბო, ამ უკანასკნელმა კი სექსუალურად მოძალადე კაცთან გასაუბრება სცადა, რაც გოგოს შეყვარებულის დაჭრით დასრულდა. მოგვიანებით, ცოლ-ქმარი პოლიციამ დააკავა, თუმცა ქალი გირაოს სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს", - იუწყება ტელეკომპანია.
„ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური ძალადობა მიმდინარეობს და ბრალდებულის ოჯახის წევრები მას გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებენ. 15 წლის გოგონას დედა ემიგრაციაშია, შვილი კი დასთან ჰყავს დატოვებული.
გამოძიება არასრულწლოვანის დეიდის მიმართ სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.