დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 მარტი

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისაჰაერო ბურთი
საჰაერო ბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 13 მარტია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
ნანატრ სულიერ წონასწორობას მიაღწევთ. გარშემომყოფების ემოციები ასევე ძლიერი იქნება, მაგრამ წონასწორობის შენარჩუნება და გრძნობების მართვა ბევრად იოლი გახდება. თუ არ გადააჭარბებთ და იუმორის მსუბუქ გრძნობას გამოიყენებთ, ირგვლივ მყოფების სიმპათიას ადვილად მოიპოვებთ.
დაფასდება ორგანიზატორული ნიჭი, დიპლომატიური ტალანტი. რომანტიკასთან კი საქმე ცოტა სხვაგვარად იქნება – მსუბუქი გატაცება და უბრალო ფლირტი, შესაძლოა, ღრმა გრძნობებში გადაიზარდოს.
ვერძი: რაც შეეხება ფულსა და გრძნობებს, დღეს ვითარების ბატონ–პატრონი თქვენ იქნებით. საკმარისია შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება და საქმეები საკმაოდ პოზიტიურად განვითარდება. ვარსკვლავები სწორედ ამ წონასწორობისთვის განგაწყობენ. შეგიძლიათ ხელმძღვანელობასთან ხელფასის მომატებაზე დალაპარაკებაც, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი არგუმენტები დამაჯერებელი და ნაკლებად ემოციური იყოს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2019
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები
კურო: დღეს ადვილად შეიძლება აღმოჩნდეთ საყოველთაო ყურადღების ცენტრში. და რაც დასაფასებელია, ეს პოზიტიური თვალსაზრისით მოხდება. ბედი იდეალურ შანსს გაძლევთ, რომ განახორციელოთ საკუთარი შორსმიმავალი გეგმები და ოცნებები. მოქმედების დროა. დღეს ამაში გარშემომყოფები შეგიძლიათ თამამად ჩართოთ – მათ გადმობირებას თქვენ მხარეს სულ იოლად შეძლებთ.
ტყუპი: დღეს ვიღაც თქვენით მანიპულირებას შეეცდება, და თან ამას ძალზე დახვეწილად გააკეთებს – ვერც კი შეამჩნევთ, როგორ აღმოჩნდებით მოქნილი „მეთოჯინის“ ხელში. თუ არ გსურთ, ვინმეს ხელში მარიონეტად იგრძნოთ თავი, მეტად კრიტიკული უნდა იყოთ გარშემომყოფების ნათქვამის მიმართ და მათთან საუბრისას ხშირად გამოიყენოთ სიტყვა „არა“.
კირჩხიბი: დღეს იგრძნობთ, რომ რაღაც გაკლიათ. თითქოს ჩვეულებრივი დღეა, მაგრამ სულს რაღაც უჩვეულო, ექსტრაორდინარული აკლია. ირგვლივ არსებული სინამდვილე ამის შანსს არ მოგცემთ, ასე რომ, საკუთარი თავის იმედად მოგიწევთ ყოფნა. შეგიძლიათ, საკუთარი ძალებით წამოიწყოთ რამე ექსტრავაგანტული, მაგრამ ზომიერება არ დაივიწყოთ – დღევანდელ დღეს ზომიერების დაცვა მისასალმებელია.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2018
ზოდიაქოს ნიშნების ოჯახური ფასეულობები
ლომი: დღეს სურვილი გაგიჩნდებათ, რომ რამე საჭირო და სასარგებლო გააკეთოთ. ამასთან, ვერ გაუძლებთ ცდუნებას და ამაში ოჯახის წევრების ჩართვას მოინდომებთ. ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება სახლში ავეჯის გადაადგილება ან საფუძვლიანი დალაგება–დასუფთავება იქნება, სადაც ოჯახის თითოეულ წევრს თავისი საქმე ექნება. თქვენს ასეთ ინიციატივას შეიძლება დიდი ენთუზიაზმით არ შეეგებონ, მაგრამ არც წინააღმდეგობა შეგხვდებათ.
ქალწული: დღეს თქვენი საქმეები მარტივად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე წარიმართება. იმდენად ორგანიზებული ხართ, რომ ამით არა მხოლოდ გარშემომყოფებს, არამედ საკუთარ თავსაც გააკვირვებთ. ამას ისიც ემატება, რომ საინტერესოს ყველაზე ჩვეულებრივ საქმიანობაშიც კი აღმოაჩენთ. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ განახორციელოთ თქვენი გეგმები – ყველა თუ არა, ნაწილი მაინც.
სასწორი: დღეს შეიძლება თვალნათლივ დარწმუნდეთ, რომ ცხოვრება ეს „ჯარისკაცობანას“ თამაში არ არის და გარშემომყოფებს სულაც არა აქვთ სურვილი, დამჯერი თოჯინების როლი შეასრულონ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებაში. თუ შუადღისთვის ადამიანების მანიპულაციისა და მათზე მბრძანებლობის სურვილი არ გაგიქრებათ, აჯობებს, თუ ამ მისწრაფებას რამე კომპიუტერული თამაშით ჩაანაცვლებთ. სხვაგვარად „სარდლობის მიდრეკილების“ დაოკების შანსი დღეს, დიდი ალბათობით, არ მოგეცემათ.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2018
რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: დღე პოზიტიური, აღმშენებლობითი ენერგიით დამუხტვას გპირდებათ. თქვენი გრძნობები და ფიქრები, ბოლოს და ბოლოს, ჰარმონიულ თანასწორობაში მოვა ერთმანეთთან. ვერც კი გაიხსენებთ, რა არის მოწყენილობა. ნებისმიერი გადაწყვეტილებას ბრძნულად და გააზრებულად მიიღებთ. დამაჯერებლად და ლამაზად შეგიძლიათ თქვენი ნებისმიერი აზრისა და წინადადების დასაბუთება.
მშვილდოსანი: ამ დღის ენერგეტიკა პრაქტიკულად ნებისმიერი საქმისა და წამოწყებისთვის ხელსაყრელია, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ გადაჭარბებული რეაქცია გექნებათ წვრილმანებზე. ამის გამო რისკავთ, რომ ხელიდან გაუშვათ ის მრავალრიცხოვანი შესაძლებლობები, რომლებითაც ასე გულუხვად გასაჩუქრებთ ბედი, და ენერგია უაზრო რამეებს დაახარჯოთ. წარმატების გარანტი მარტივია: დაივიწყეთ წვრილმანები და ყურადღება ნამდვილად მნიშვნელოვანზე გაამახვილეთ.
თხის რქა: დღეს ბედი თითქმის ყველა შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საზოგადოებრივ იერარქიაში წინ წაიწიოთ. ალბათ არ არსებობს სიტუაცია, რომელსაც სათანადოდ ვერ განავითარებთ და აქედან მაქსიმალურ სარგებელს არ მიიღებთ. ერთადერთი, რასაც ვარსკვლავები გირჩევენ, ისაა, რომ არ დაკარგოთ კონტროლი ემოციებზე და ზედმეტად არ გაგიტაცოთ აზარტმა.
ხელი ქალაქზე ოფისიდან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: დღეს მთელი თავით შეიძლება გადაეშვათ სახლის საკითხების მოგვარებაში, და არ გეგონოთ, რომ საქმეები ჩვეულებრივზე ადვილად გადაწყდება. მთლიანობაში, საკმაოდ პოზიტიური ატმოსფერო შეიქმნება და ამის მიზეზი თქვენი უნარი იქნება, რომ ნებისმიერი კონფლიქტი და გაუგებრობა საწყის დონეზევე ჩააცხროთ. თუ ახლობლებთან რაღაც პრობლემები დაგიგროვდათ, დღეს საუკეთესო დროა, რომ ამ საკითხებზე გულახდილად ისაუბროთ.
თევზები: დღეს სურვილი გაგიჩნდებათ, რომ სრული ბატონ–პატრონი იყოთ არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების, არამედ გეგმებისა და ფიქრებისაც. აზრი არა აქვს თქვენთვის რამე რჩევის და მით უმეტეს, რამე იდეის თავს მოხვევას – მაინც თქვენებურად გააკეთებთ ყველაფერს. ამასთან, იქით შეგიძლიათ რჩევების მიცემა. ნებისმიერ შემთხვევაში, კონფლიქტისთვის განწყობილი არ ხართ და უთანხმოებებს მშვიდად გადაიტანთ.
ყველა ახალი ამბავი
0