https://sputnik-georgia.com/20240312/saqartveloshi-eqsportis-mxardacheris-axali-programa-iwyeba-286812204.html
საქართველოში ექსპორტის მხარდაჭერის ახალი პროგრამა იწყება
საქართველოში ექსპორტის მხარდაჭერის ახალი პროგრამა იწყება
Sputnik საქართველო
ახალი პროგრამის მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა 12.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-12T15:29+0400
2024-03-12T15:29+0400
2024-03-12T15:29+0400
საქართველო
აწარმოე საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23628/98/236289840_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_f66d1d31b99dafb2c8cdf874b0e87530.jpg
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პროგრამის ფარგლებში კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაში ნებისმიერ ქვეყანაში სააგენტოს მიერ მიღებული დაფინანსებით - აქამდე ექსპორტიორი კომპანიები მხოლოდ სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.პროგრამის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში ერთი კომპანიის მიერ შესაძლებელი იქნება, მაქსიმუმ, 5 000 ერთეულის (ევრო, აშშ დოლარი, ფუნტი) ათვისება ერთდროულად ან ეტაპობრივად.ახალი პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე შეძლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სამშენებლო კომპანიები. პროგრამა გეოგრაფიულ შეზღუდვას თითქმის არ ითვალისწინებს და მოიცავს როგორც აშშ-სა და ევრაზიის ბაზრებს, ისე აფრიკის კონკრეტულ ნაწილს.სამი მილიარდი ლარის ინვესტიცია სამ წელიწადში - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ანგარიში>>>სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ყოველწლიურად ორასამდე ქართული კომპანია მონაწილეობს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებში საკვებისა და სასმლის, ტყავის პროდუქციის, ტანსაცმლის/საბავშვო ტანსაცმლის, სათამაშოების, შესაფუთი მასალებისა და ცხოველთა საკვების მიმართულებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23628/98/236289840_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_97af47362432e4c03381a665a16ffe76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აწარმოე საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, აწარმოე საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოში ექსპორტის მხარდაჭერის ახალი პროგრამა იწყება
ახალი პროგრამის მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პროგრამის ფარგლებში კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაში ნებისმიერ ქვეყანაში სააგენტოს მიერ მიღებული დაფინანსებით - აქამდე ექსპორტიორი კომპანიები მხოლოდ სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.
„მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს წლის განმავლობაში შეუზღუდავად ექნებათ განაცხადის შევსების და დადგენილი ლიმიტის ფარგლებში თანადაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა, რაც დამატებით წაახალისებს ქართული პროდუქტის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენას და პოპულარიზაციას. კომპანიებს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისას სივრცის ქირავნობის, სტანდარტული სტენდის მშენებლობისა და რეგისტრაციის ხარჯები აუნაზღაურდებათ", - ნათქვამია განცხადებაში.
პროგრამის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში ერთი კომპანიის მიერ შესაძლებელი იქნება, მაქსიმუმ, 5 000 ერთეულის (ევრო, აშშ დოლარი, ფუნტი) ათვისება ერთდროულად ან ეტაპობრივად.
„ინდივიდუალური ექსპო-გრანტი ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს, გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი და გააფართოონ კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ახალი პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე შეძლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სამშენებლო კომპანიები. პროგრამა გეოგრაფიულ შეზღუდვას თითქმის არ ითვალისწინებს და მოიცავს როგორც აშშ-სა და ევრაზიის ბაზრებს, ისე აფრიკის კონკრეტულ ნაწილს.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.
სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ყოველწლიურად ორასამდე ქართული კომპანია მონაწილეობს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებში საკვებისა და სასმლის, ტყავის პროდუქციის, ტანსაცმლის/საბავშვო ტანსაცმლის, სათამაშოების, შესაფუთი მასალებისა და ცხოველთა საკვების მიმართულებით.