https://sputnik-georgia.com/20240312/rusetshi-archevnebtan-dakavshirebuli-kvlevebis-gamoqveyneba-aikrzala-286818390.html
რუსეთში არჩევნებთან დაკავშირებული კვლევების და პროგნოზების გამოქვეყნება აიკრძალა
რუსეთში არჩევნებთან დაკავშირებული კვლევების და პროგნოზების გამოქვეყნება აიკრძალა
Sputnik საქართველო
რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. კენჭისყრა სამი დღე გაგრძელდება - 15,16 და 17 მარტს. 12.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-12T19:00+0400
2024-03-12T19:00+0400
2024-03-14T15:41+0400
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0c/286817595_0:164:3056:1883_1920x0_80_0_0_ca414b8d07cda6563ee5726456cef095.jpg
თბილისი, 12მარტი — Sputnik. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული გამოკითხვების, პროგნოზებისა და კვლევის შედეგების გამოქვეყნების აკრძალვა ძალაში სამშაბათს, 12 მარტს შევიდა.შესაბამისი ნორმა გაწერილია კანონში „არჩევითი უფლებების ძირითადი გარანტიებისა და რეფერენდუმში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების შესახებ“.მოთხოვნის თანახმად, კენჭისყრის ბოლო დღემდე ხუთი დღის განმავლობაში, ასევე კენჭისყრის დღეებში (2024 წლის 12-17 მარტი) იკრძალება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების, არჩევნების შედეგების პროგნოზებისა და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა კვლევების გამოქვეყნება. ასევე აკრძალულია მათი განთავსება საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელებში, რომლებზეც წვდომაც შეზღუდული არ არის პირთა გარკვეული წრისთვის.რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება>>>ახლა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში, რომელმაც სტარტი 17 თებერვალს აიღო, მედიაში აგიტაციის პერიოდი მიმდინარეობს. იგი კენჭისყრის დღემდე, ადგილობრივი დროით 00:00 საათამდე გაგრძელდება.რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. კენჭისყრა სამი დღე გაგრძელდება - 15,16 და 17 მარტს.სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძოლებს: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0c/286817595_163:0:2894:2048_1920x0_80_0_0_43eb46cff22ce023b7abebd847d8f6af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთში არჩევნებთან დაკავშირებული კვლევების და პროგნოზების გამოქვეყნება აიკრძალა
19:00 12.03.2024 (განახლებულია: 15:41 14.03.2024) რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. კენჭისყრა სამი დღე გაგრძელდება - 15,16 და 17 მარტს.
თბილისი, 12მარტი — Sputnik. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული გამოკითხვების, პროგნოზებისა და კვლევის შედეგების გამოქვეყნების აკრძალვა ძალაში სამშაბათს, 12 მარტს შევიდა.
შესაბამისი ნორმა გაწერილია კანონში „არჩევითი უფლებების ძირითადი გარანტიებისა და რეფერენდუმში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების შესახებ“.
მოთხოვნის თანახმად, კენჭისყრის ბოლო დღემდე ხუთი დღის განმავლობაში, ასევე კენჭისყრის დღეებში (2024 წლის 12-17 მარტი) იკრძალება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების, არჩევნების შედეგების პროგნოზებისა და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა კვლევების გამოქვეყნება. ასევე აკრძალულია მათი განთავსება საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელებში, რომლებზეც წვდომაც შეზღუდული არ არის პირთა გარკვეული წრისთვის.
ახლა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში, რომელმაც სტარტი 17 თებერვალს აიღო, მედიაში აგიტაციის პერიოდი მიმდინარეობს. იგი კენჭისყრის დღემდე, ადგილობრივი დროით 00:00 საათამდე გაგრძელდება.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. კენჭისყრა სამი დღე გაგრძელდება - 15,16 და 17 მარტს.
სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძოლებს: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.