რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია  - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2024
გამოწერა
საპრეზიდენტო არჩევნები სამ დღეს - 15 მარტიდან 17 მარტამდე - გაგრძელდება
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში საარჩევნო უბნები ვერ გაიხსნება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
„ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საქართველოში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ან რუსეთის დუმის დეპუტატების ასარჩევად საარჩევნო უბნების შექმნა და სრული ფუნქციონირება“ , - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში მცხოვრები ან დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ უახლოეს საარჩევნო უბნებზე - სომხეთსა და თურქეთში.
საარჩევნო უბნები 17 მარტს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში გახსნილი იქნება ერევანში რუსეთის საელჩოში, გიუმრიში რუსეთის გენერალურ საკონსულოში და ასევე ტრაპზონში რუსეთის გენერალურ საკონსულოში.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. კენჭისყრა სამი დღე გაგრძელდება - 15,16 და 17 მარტს.
სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძოლებს: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.
ყველა ახალი ამბავი
0