საკადრო ცვლილებები მთავრობის ადმინისტრაციაში: ვის შეეხო

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2024
გამოწერა
თბილისი, 11 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა.
კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც 2017 წლიდან იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. ჟორჟოლიანმა აღნიშნულ თანამდებობაზე რევაზ ჯაველიძე შეცვალა, რომლის გათავისუფლების გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 29 თებერვალს მოაწერა.
პრემიერის გადაწყვეტილებით, შეიცვალა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსიც - აღნიშნული თანამდებობა ნიკოლოზ ტყემალაძემ დაიკავა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად გიორგი ქაჯაია დაინიშნა. ქაჯაია მანამდე რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელობდა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი იყო.
ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებამდე ცნობილი გახდა, რომ იგი ადმინისტრაციაში ცვლილებების განხორციელებას გეგმავდა.
ყველა ახალი ამბავი
0