https://sputnik-georgia.com/20240311/romeli-zalebi-moitxoven-veting-kontrolis-shemogebas-286779800.html
რომელი ძალები მოითხოვენ „ვეტინგ-კონტროლის" სისტემის დანერგვას - დეპუტატის პასუხი
რომელი ძალები მოითხოვენ „ვეტინგ-კონტროლის" სისტემის დანერგვას - დეპუტატის პასუხი
Sputnik საქართველო
მათიკაშვილის თქმით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს სასამართლო იყო ფორმალური ორგანო 11.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-11T12:16+0400
2024-03-11T12:16+0400
2024-03-11T12:16+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
ქართული სასამართლო
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/07/284765740_0:213:2048:1366_1920x0_80_0_0_2583d5a389e8f8d75267cccd939e2410.jpg
თბილისი, 11 მარტი - Sputnik. არასამთავრობო სექტორს, რომელიც დღეს ე.წ. ვეტინგ-კონტროლის შემოღებას ითხოვს და სასამართლოში კლანებს ხედავს, ბნელ ოთახში შავი კატის პოვნა სურს, განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა.სასამართლო რეფორმის განხილვისას ოპოზიციამ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხი წამოაყენა, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი-ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.დეპუტატის თქმით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს სასამართლო იყო ფორმალური ორგანო, სადაც პროკურატურის და ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილის მითითებები სრულდებოდა. „სასამართლო იყო ფორმალური ორგანო, სადაც სწორედ ის ნება ხორციელდებოდა, რომელიც პროკურატურიდან, ანუ ზურაბ ადეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილისგან შედიოდა სასამართლო სისტემაში. რბილად რომ ვთქვათ, მას ჰქონდა ნოტარიუსის ფუნქცია", - განაცხადა მათიკაშვილმა.სკანდალი ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენის ირგვლივ - ევროკავშირში დეზინფორმაციაზე საუბრობენ>>>მისი თქმით, ძალიან მძიმე საყურებელი იყო, თუ როგორ იმყოფებოდა გერმანიის პარლამენტში საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოში სხვადასხვა საქმეებზე ნასამართლევი, სადისტური რეჟიმის შემქმნელი ზურაბ ადეიშვილი.ქართულ მედიაში გავრცელდა კადრები, რომელზეც ადეიშვილი გერმანიის პარლამენტში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. საქართველოში მსჯავრდებული ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენა საქართველოს მიმართ არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინებაა და ხელს უწყობს ქვეყანაში ანტიევროპული განწყობების გაძლიერებას, აღნიშნეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“.ვინ არიან მოსამართლეები?სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.პაპუაშვილი: არასამთავრობოები და ოპოზიცია საქართველოს სთავაზობენ უარი თქვას სუვერენიტეტზე>>>მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.იმავდროულად, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად იქცევა კრიტიკის ობიექტად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან, ძირითადად მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებისკენ. თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/07/284765740_215:238:1719:1366_1920x0_80_0_0_473b245c4fd5c0697d59f3c2e70fac60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ქართული სასამართლო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ქართული სასამართლო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
რომელი ძალები მოითხოვენ „ვეტინგ-კონტროლის" სისტემის დანერგვას - დეპუტატის პასუხი
მათიკაშვილის თქმით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს სასამართლო იყო ფორმალური ორგანო
თბილისი, 11 მარტი - Sputnik. არასამთავრობო სექტორს, რომელიც დღეს ე.წ. ვეტინგ-კონტროლის შემოღებას ითხოვს და სასამართლოში კლანებს ხედავს, ბნელ ოთახში შავი კატის პოვნა სურს, განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა.
სასამართლო რეფორმის განხილვისას ოპოზიციამ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხი წამოაყენა, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი-ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.
„ენჯეო-სექტორს, რომელიც დღეს ვეტინგს ითხოვს და სასამართლოში კლანებს ხედავს, სურს, აღმოაჩინოს ბნელ ოთახში შავი კატა, რომელიც იქ არ არის. 2012 წელს სწორედ ეს აქტორები იბრძოდნენ გააფთრებით იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას სასამართლოსთვის ხელი არ ეხლო", - განაცხადა მათიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
დეპუტატის თქმით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს სასამართლო იყო ფორმალური ორგანო, სადაც პროკურატურის და ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილის მითითებები სრულდებოდა.
„სასამართლო იყო ფორმალური ორგანო, სადაც სწორედ ის ნება ხორციელდებოდა, რომელიც პროკურატურიდან, ანუ ზურაბ ადეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილისგან შედიოდა სასამართლო სისტემაში. რბილად რომ ვთქვათ, მას ჰქონდა ნოტარიუსის ფუნქცია", - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ძალიან მძიმე საყურებელი იყო, თუ როგორ იმყოფებოდა გერმანიის პარლამენტში საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოში სხვადასხვა საქმეებზე ნასამართლევი, სადისტური რეჟიმის შემქმნელი ზურაბ ადეიშვილი.
ქართულ მედიაში გავრცელდა კადრები, რომელზეც ადეიშვილი გერმანიის პარლამენტში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. საქართველოში მსჯავრდებული ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენა საქართველოს მიმართ არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინებაა და ხელს უწყობს ქვეყანაში ანტიევროპული განწყობების გაძლიერებას, აღნიშნეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“.
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.
იმავდროულად, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად იქცევა კრიტიკის ობიექტად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან, ძირითადად მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო.
მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებისკენ. თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაა.