https://sputnik-georgia.com/20240311/papuashvili-sarjveladzis-shemcvleli-momaval-kvirashi-dasaxeldeba-286787803.html
პაპუაშვილი: ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს მომავალ კვირაში ავირჩევთ
პაპუაშვილი: ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს მომავალ კვირაში ავირჩევთ
Sputnik საქართველო
კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა. 11.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-11T17:00+0400
2024-03-11T17:00+0400
2024-03-11T17:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286043496_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_19ba68af54c96f93ed2f4605d1708315.jpg
თბილისი, 11 მარტი - Sputnik. მომავალი კვირა არის სასესიო, ფრაქცია წარმოადგენს კანდიდატურას და ავირჩევთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.11 მარტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა.პარლამენტის თავმჯდომარემ სარჯველაძეს მინისტრად დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ იგი კომიტეტის გამორჩეული თავმჯდომარე იყო.სარჯველაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი 1 მარტს დატოვა.კანონმდებლობის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტის უფლებამოსილების ვადით პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტი.კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატის დასახელების უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, საპარლამენტო ფრაქციას.გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286043496_35:0:1174:854_1920x0_80_0_0_c801bd6573fc87dd07b721fe752af033.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პაპუაშვილი: ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს მომავალ კვირაში ავირჩევთ
კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.
თბილისი, 11 მარტი - Sputnik. მომავალი კვირა არის სასესიო, ფრაქცია წარმოადგენს კანდიდატურას და ავირჩევთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
11 მარტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სარჯველაძეს მინისტრად დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ იგი კომიტეტის გამორჩეული თავმჯდომარე იყო.
„მისი კომიტეტი განსაკუთრებით გამოირჩევა იმით, რომ არის ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე, სოციალურ საკითხებზე, შრომის საკითხებზე და ჯანდაცვის უფლებაც იყო ამ კომიტეტის განსახილველ საკითხთა შორის. წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებული იქნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სარჯველაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი 1 მარტს დატოვა.
კანონმდებლობის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტის უფლებამოსილების ვადით პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტი.
კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატის დასახელების უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, საპარლამენტო ფრაქციას.
გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.