https://sputnik-georgia.com/20240311/kobaxidze-studentebis-anazgaurebad-stajirebis-programaze-286788316.html
პრემიერი: ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებით სტუდენტებთან კონსულტაციები დაიწყება
პრემიერი: ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებით სტუდენტებთან კონსულტაციები დაიწყება
Sputnik საქართველო
აღნიშნული პროგრამისთვის ახალგაზრდები კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. 11.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-11T17:42+0400
2024-03-11T17:42+0400
2024-03-11T17:42+0400
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286502486_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_df1dbcc19827dc22dc93a1567167e3f6.jpg
თბილისი, 11 მარტი - Sputnik. უახლოეს დღეებში დავიწყებთ ფართო კონსულტაციებს სტუდენტებთან და უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან, რათა ანაზღაურებადი სტაჟირების კონცეფციას მივცეთ საბოლოო სახე და სისტემამ მაქსიმალურად ეფექტიანად იმუშაოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.2023 წელს „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა. გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ სექტემბრიდან სხვადასხვა უნივერსიტეტების 2-3 ათას კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს.მთავრობის მეთაურმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვარს პირველადი კონცეფციის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია პროცესში სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა.როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული პროგრამისთვის ახალგაზრდები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. შესაბამისი კონკურსები ზაფხულში დაიწყება და მიმდინარე წლის სექტემბრიდან კურსდამთავრებულები განაწილებულები იქნებიან სტაჟირებაზე. ეს ეხება ყველა სამინისტროს, მათ შორის, ყველა სამინისტროსთან არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებებსა დასსიპ-ებს, ასევე ყველა რაიონის მუნიციპალიტეტს.გავრცელებული ინფორმაციით, ხელფასი, რომელიც სტაჟიორმა უნდა მიიღოს არადეფიციტური პროფესიებზე 500 ლარამდეა, ხოლო დეფიციტურ პროფესიებზე - ათას ლარამდე.სტაჟირებად ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში გარკვეული სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ შესრულება, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად.სტაჟიორი არის პირი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.სტაჟირება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სტაჟიორს ჩაეთვლება საჯარო დაწესებულებაში საქმიანობის სტაჟად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286502486_27:0:1164:853_1920x0_80_0_0_4aabb6de26360ad352eb6d839797ef6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პრემიერი: ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებით სტუდენტებთან კონსულტაციები დაიწყება
აღნიშნული პროგრამისთვის ახალგაზრდები კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან.
თბილისი, 11 მარტი - Sputnik. უახლოეს დღეებში დავიწყებთ ფართო კონსულტაციებს სტუდენტებთან და უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან, რათა ანაზღაურებადი სტაჟირების კონცეფციას მივცეთ საბოლოო სახე და სისტემამ მაქსიმალურად ეფექტიანად იმუშაოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
2023 წელს „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა. გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ სექტემბრიდან სხვადასხვა უნივერსიტეტების 2-3 ათას კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს.
მთავრობის მეთაურმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვარს პირველადი კონცეფციის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია პროცესში სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა.
„მინიმუმ რამდენიმე ათას სტუდენტს უნდა მიეცეს რამდენიმეთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება საჯარო სტრუქტურებში და ასევე კერძო სტრუქტურებში თანამშრომლობის საფუძველზე. რა თქმა უნდა, პირველი წელი იქნება პილოტირების წელი. შევხედავთ, როგორ დაინერგება ეს სისტემა და, რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ სისტემის შემდგომ გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული პროგრამისთვის ახალგაზრდები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. შესაბამისი კონკურსები ზაფხულში დაიწყება და მიმდინარე წლის სექტემბრიდან კურსდამთავრებულები განაწილებულები იქნებიან სტაჟირებაზე. ეს ეხება ყველა სამინისტროს, მათ შორის, ყველა სამინისტროსთან არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებებსა დასსიპ-ებს, ასევე ყველა რაიონის მუნიციპალიტეტს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელფასი, რომელიც სტაჟიორმა უნდა მიიღოს არადეფიციტური პროფესიებზე 500 ლარამდეა, ხოლო დეფიციტურ პროფესიებზე - ათას ლარამდე.
სტაჟირებად ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში გარკვეული სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ შესრულება, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად.
სტაჟიორი არის პირი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
სტაჟირება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სტაჟიორს ჩაეთვლება საჯარო დაწესებულებაში საქმიანობის სტაჟად.