არველაძემ სტამბულის კლუბ „ფათიჰ ქარაგუმრუქის" მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

© Facebook / Shota Arveladzeშოთა არველაძე
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2024
გამოწერა
არველაძე გუნდს სათავეში 2023 წლის დეკემბერში ჩაუდგა.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა, ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ სტამბულის კლუბ „ფათიჰ ქარაგუმრუქის" მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
ქართველმა სპეციალისტმა გადადგომის შესახებ განცხადება „ტრაბზონსპორთან“ მარცხის შემდეგ გააკეთა. სტუმრად გამართულ მატჩში არველაძის გუნდი ანგარიშით 1:5 დამარცხდა.
„კარაგუმრუქი“ ის კლუბია, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ვტოვებ თანამდებობას. ვითარების შესაცვლელად გუნდში სხვა ატმოსფერო უნდა იყოს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩანაფიქრი ვერ განვახორციელე. ასეთ წაგებას არ ველოდი, ვფიქრობ, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება სწორ დროს მივიღე და ამით კლუბის მიმართ პატივისცემა გამოვხატე“, – განაცხადა შოთა არველაძემ.
არველაძე „ფათიჰ ქარაგუმრუქს" სათავეში 2023 წლის დეკემბერში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით თურქეთის ჩემპიონატში „ფათიჰ ქარაგუმრუქსმა" 3 მატჩი მოიგო, სამჯერ ფრე ითამაშა და 8-ჯერ წააგო. თურქეთის თასზე კი გუნდი ნახევარფინალში გავიდა.
შოთა არველაძის საფეხბურთო კარიერა 1990 წელს დაიწყო. იგი, თბილისის „დინამოს" გარდა, ევროპის სხვადასხვა კლუბებში, მათ შორის, ამსტერდამის „აიაქსში" თამაშობდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მან 61 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა.
არველაძემ სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ნიდერლანდის AZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. 2010 წელს ქართველი სპეციალისტი თურქეთში გაემგზავრა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში იყო „ქაისერისპორის", „ქასიმფაშას" და „ტრაპზონსპორის" მწვრთნელი.
არველაძის კარიერაში შემდეგი ეტაპი ისრაელის „მაკაბი" იყო, რის შემდეგაც 2017 წელს სპეციალისტი „ფახთაქორს" ჩაუდგა სათავეში, სადაც გასული წლის დეკემბრამდე მუშაობდა. შემდეგ ქართველ სპეციალისტს „ჰალ სიტი" ჩააბარეს.
ყველა ახალი ამბავი
0