მმართველი პარტია არჩევნებისთვის მზადებას აგრძელებს - პირველი შეხვედრები და გეგმები

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2024
გამოწერა
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათ მხარს უჭერს მოსახლეობის 60%, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობა აგრძელებს აქტიურ შეხვედრებს რეგიონებში საპარლამენტო არჩევნების წინ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე აქტივისტების მობილიზებისთვის.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და საქართველოს პარლამენტი მთლიანად 5%-იანი ბარიერგადალახული პარტიების პარტიული სიებით დაკომპლექტება, მასში არ იქნებიან რაიონებში პირდაპირი კენჭისყრით არჩეული დეპუტატები. მანდატების რაოდენობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული ხმების რაოდენობაზე და იმაზე, თუ რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს.
„მომდევნო თვეებში დავიწყებთ არჩევნებისთვის მზადებას და დარწმუნებული ვარ, არც ერთი ადამიანი არ დარჩება, ვინც ჩვენს აქტივში, „ქართული ოცნების“ ოჯახში არ იბრძოლებს, ვინც არ იბრძოლებს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის“, - განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ამჯერად ლიდერები ამომრჩევლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შეხვდნენ. ეს რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია მმართველი პარტიისთვის, რასაც არჩევნების შედეგები აჩვენებს.
ახალი კოალიცია, ოპოზიციის გეგმები, მმართველი პარტიის პროგნოზები - არჩევნებამდე 7 თვე რჩება >>>
წალენჯიხის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგებით, მმართველი პარტიის კანდიდატმა მერის ადგილიც კი ვერ დაიკავა და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთან დამარცხდა.
„ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა. - დღეს ქვეყანაში არის სტაბილურობა, მშვიდობა. შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა. თუმცა რისკები, რაც შარშან წინ და შარშან არსებობდა ქვეყნის წინაშე, გამოწვევები, რისკები, რაც უსაფრთხოებასა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართულობას, „მეორე ფრონტის“ გადმოტანას უკავშირდებოდა, არსად წასულა. ამ საკითხებზე ვისაუბრე ამომრჩეველთან, ჩვენი პარტიის აქტივთან და ვუთხარი, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი ჩვენი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“.
არავის მივცემთ საშუალებას ხელმეორედ და სამუდამოდ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა, ამიტომაა მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, ამიტომ სჭირდება ჩვენს პარტიას მობილიზაცია, დასძინა ღარიბაშვილმა.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათ მხარს უჭერს მოსახლეობის 60%, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება.
შესაძლებელია თუ არა კოალიციური მთავრობა? პოლიტიკოსების მოსაზრება >>>
„როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია, ამბობდეს, რომ დღეს 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და მეორე მხრივ, ეშინოდეს, ძრწოდეს იმის შიშით, რომ კონტროლს ვერ მოიპოვებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე“, - განაცხადა პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა.
არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ირაკლი კობახიძე: ბიოგრაფია>>
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებში შესაძლო კოალიციისა და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დააანონსეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაც, რომლებიც გამოკითხვებში ჯერ არ არიან ასახული.
ყველა ახალი ამბავი
0