ირაკლი კობახიძე: ბიოგრაფია

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2024
გამოწერა
ირაკლი კობახიძე - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ქვეყნის პრემიერის პოსტზეა წარდგენილი.
ირაკლი კობახიძე დაიბადა 1978 წლის 25 სექტემბერს.
კობახიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დიუსელდორფის უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობით. მან გერმანიაში სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო.
2001 წელს იყო შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი შიდა ქართლში.
2005-2012 წლებში კობახიძე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
2006-2008 წლებში კობახიძე იყო ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ეფექტური მმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის სისტემების რეფორმების ცენტრში.
2007-2008 წლებში კობახიძეს ეკავა თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიცია ეკავა.
2008-2011 წლებში მუშაობდა ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტად და მენეჯერად, რომელსაც ახორციელებდა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
2009-2010 წლებში კობახიძე ასრულებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
2011-2013 წლებში ის საქართველოს უნივერსიტეტში ლექტორად მიიწვიეს.
2011-2014 წლებში კობახიძე იყო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2011-2012 წლებში კობახიძე იყო ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი.
2011-2012წწ. იყო საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში.
2013-2014 წლებში კობახიძე იყო გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროექტის მენეჯერი.
2014 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2016-2019 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნული თანამდებობა თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სკანდალის შემდეგ დატოვა. 2020 წელს კობახიძე იყო მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი.
2020 წელს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა.
2021 წლის იანვრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით იყო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე.
ყველა ახალი ამბავი
0