ახალგაზრდობის ფესტივალი 120-ზე მეტმა მსოფლიო ოგანიზაციამ გაშუქა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2024
გამოწერა
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალი, რომელიც 1-7 მარტს ჩატარდა „სირიუსში“, 120-ზე მეტმა ორგანიზაციამ გააშუქა მთელ მსოფლიოში, იუწყება „რია ნოვოსტი“ ფესტივალის ოფიციალურ ვიდეოსააგენტო Ruptly-ზე დაყრდნობით.
„ფესტივალის 7 დღის განმავლობაში Ruptly-მ 120-ზე მეტი ორგანიზაცია უზრუნველყო პირდაპირი მაუწყებლობით, ვიდეო- და სპეციალურად ორგანიზებული სტუდიით. სიაში შედიოდა უმსხვილესი ტელეარხები, მედიაკომპანიები, ფესტივალის პარტნიორები, ბლოგერები და არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი მსოფლიოდან“, - აცხადებენ ვიდეოსააგენტოში.
მათი ცნობით, ფესტივალის შესახებ მასალები გავრცელდა სენეგალში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, თურქეთში, ჩინეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ნორვეგიაში, ბანგლადეშში, ბელგიაში, კამერუნში, ნიგერიაში, მაროკოში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ვიეტნამში, ჰაიტიში, პაკისტანსა და სხვა ქვეყნებში.
როგორც აღინიშნა, ფესტივალის შვიდი დღის განმავლობაში სააგენტომ მთლიანობაში 44 პირდაპირი ტრანსლაცია განახორციელა და ფესტივალისთვის შექმნილ პლატფორმაზე 90-მდე ექსკლუზიური ვიდეო განათავსა, რომელმაც 3,2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2024
რეკორდული ფერხული: ახალგაზრდობის ფესტივალზე ყველაზე მრავალეროვნული ცეკვა შესრულდა
Ruptly-ის ცნობით, ფესტივალში 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ნახევარი საზღვარგარეთიდან იყო ჩასული რუსეთში. ფესტივალის სტუმრებმა მსოფლიო რეკორდი დაამყარეს მეგობრობის ყველაზე მრავალეროვნული ფერხულით, რომელშიც 73 ეროვნების წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 150 ქვეყნიდან.
ყველა ახალი ამბავი
0